შტამპის ბარათის შუალედური პროგრამის ჩამოტვირთვის მიზნით გახსენით ვებ-გვერდი https://id.ge/ (1) და აირჩიეთ ბანერი: [შტამპის ბარათის შუალედური პროგრამა](2)

სურ. 1

აპლიკაციაზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება ინფორმაცია პროგრამის შესახებ (ა) და თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებული პროგრამის საინსატალაციო ვერსია თავად მოინიშნება - გამოვა მითითება [რეკომენდებულია თქვენთვის] (3), პროგრამის ჩამოსატვირთად დააჭირეთ თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებულ პროგრამის საინსატალაციო ვერსიას (3).

სურ. 2

პროგრამის ჩამოტვირთვის დეტალური ინსტრუქცია ბრაუზერების მიხედვით იხ. ქვემოთ