ახალი ამბები

Jun 27, 2018

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების გაცემას გეგმავს. ამ მიზნით სააგენტო გეგმავს, გასცეს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის პორტატული საშუალებები - “ჭკვიანი ბარათების” სახით.

სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფაში “ჭკვიანი ბარათების” ინტეგრაციისათვის საჭირო იქნება ერთ-ერთი შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა:

ორივე ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვის გვერდზე. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ “ჭკვიანი ბარათის” გამოყენება ამა თუ იმ საოპერაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში - გთხოვთ მიმართოთ უშუალოდ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს იმის დასაზუსტებლად თუ რომელი მათგანის გადმოწერა გჭირდებათ.

კვალიფიციური ელქტრონული შტამპის შექმნის პორტატული საშუალებების - “ჭკვიანი ბარათების” გაცემის დაწყების შესახებ ინფორმაციას დამატებით მიიღებთ ჩვენი ვებ-გვერდიდან.