ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობა (Smart Card Reader) საჭიროა საქართველოს პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის (ორგანიზაციის ციფრული ბეჭედის) ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად

 

ID ბარათთან/შტამპთან თავსებადი წამკითხველები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. საბაზისო მოდელის წამკითხველები იყიდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში.


ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი ბარათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

თუ სერვისის მისაღებად გჭირდებათ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება, უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.

რეკომენდირებული წამკითხველების სია:
სურათიმოდელიმომწოდებელიდამატებითი ინფორმაცია
miniLector EVOBit4idიხილეთ ოფიციალურ გვერდზე:
https://support.bit4id.com/#!/it/drivers/product/miniLector_EVO

APG8201 B2

ACS

იხილეთ ოფიციალურ გვერდზე:

 https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/

ACR40U-A1

ACS 

იხილეთ ოფიციალურ გვერდზე:

https://www.acs.com.hk/en/driver/592/acr40u-premium-contact-smart-card-reader/

ACR39U

ACS 

იხილეთ ოფიციალურ გვერდზე:

https://www.acs.com.hk/en/driver/302/acr39u-smart-card-reader/

SPR332IDENTIV 

დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე:

https://www.hirschsecure.com/products/identity-smart-card-readers/smart-card-readers-writers/contact-smart-card-readers-writers/spr332v2/support

 SCR3310  v2.0IDENTIV 

იხილეთ ოფიციალურ გვერდზე:

https://files.identiv.com/products/smart-card-readers/contact/scr3310v2/SCR3310V2.0_USB_Smart_Card_Reader_DS.pdf

რეკომენდირებული წამკითხველებზე ვრცელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი წამკითხველის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს CCID სტანდარტებს და თავსებადია ID ბარათის / შტამპის მართვის პროგრამებთან.

წამკითხველის დრაივერების ინსტალაცია

 

უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ოპერაციული სისტემაში (Windows 10/11, Linux, macOS) წამკითხველები ავტომატურად ამოიცნობა და OS-ის სტანდარტული CCID დრაივერი დაყენებულია.

თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება ოფიციალური მწარმოებლის გვერდზე და ინსტალაცია.  

ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.