თუ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზების გამო გქონდათ გაუქმებული პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მათი განახლება. ამისათვის ბარათის წამკითხველში განთავსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს  [ბარათის მართვა] (1),

სურ. 1


გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)

სურ. 2

და მიყევით შემდეგ პროცედურას:

დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)

სურ. 3

როგრამა გამოგიტანთ შეტყობინების ფანჯარას. [დიახ] (4) ღილაკზე დაჭერით დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.

სურ.4

სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.

სურ. 5

თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (5) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

სურ. 6


დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.

სურ. 7

დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ.

სურ. 8