Skip to end of metadata
Go to start of metadata

იხ. სერტიფიკატების განახლების ინსტრუქცია

 

სერტიფიკატის განახლებისას საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა.

საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სერტიფიკატის მოთხოვნის დროს - სხვადასხვა გვერდებიდან, ასევე ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით.

1. BOGPAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი BOGPAY.GE (1). გადახდის გვერდზე განაცხადის ნომრის ველში დაგჭირდებათ მოცემული განაცხადის ნომერი(2) და საკონტროლო კოდი (3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).

სურ. 1

 

 

გამოსულ გვერდზე

  • ველში [რეგისტრაციის ნომერი](5) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (2) 
  • ველში [საკონტროლო კოდი](6) შეიყვანეთ საკონტროლო კოდი (3) და დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება] (7);
  • გადამოწმების შემდეგ ავტომატურად განახლდება ველები [საკომისიო](8), და [გადახდა](9).
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (9).

სურ. 2

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

2. PAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი PAY.GE (1). გადახდის გვერდზე კოდის ველში დაგჭირდებათ კოდი (2), ხოლო განაცხადის ნომრის ველში განაცხადის ნომერი(3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).

სურ. 3

გამოვა გადახდის გვერდი, სადაც

  • ველში [კოდი] (5) შეიყვანეთ კოდი (2);
  • ველში [განაცხადის ნომერი](6) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (3);
  • დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება](7).

სურ. 4

შემოწმების შედეგად გამოვა გადახდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარე დავალიანება (ა). შეავსეთ ველები:

  • ველში [გადასახდელი თანხა] (8) ჩაწერეთ მიმდინარე დავალიანება;
  • ველში [გადახდის მეთოდი] (9) შეარჩიეთ გადახდის მეთოდი;
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (10).

სურ. 5

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

სურ. 6

3. გადახდა სხვა საშუალებებით

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა გვერდები. თუმცა გადახდის გვერდზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია: განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

სურ. 7

გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით. ანგარიშწორებისას მიუთითეთ განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

  • No labels