იხ. სერტიფიკატების განახლების ინსტრუქცია

 

სერტიფიკატის განახლებისას საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა.

საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სერტიფიკატის მოთხოვნის დროს - სხვადასხვა გვერდებიდან, ასევე ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით.

1. EPAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი EPAY.GE (1). გადახდის გვერდზე განაცხადის ნომრის ველში დაგჭირდებათ მოცემული განაცხადის ნომერი (2). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (3).

სურ. 1

გამოვა გადახდის გვერდი. გადადით ჩანართზე [სახელმწიფო სერვისები] (4)

სურ. 2

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [სახელმწიფო სერვისები] (5)

სურ. 3

აირჩიეთ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო] (6) 

სურ. 4

გამოსულ გვერდზე

სურ. 5

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

2. PAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი PAY.GE (1). გადახდის გვერდზე კოდის ველში დაგჭირდებათ კოდი (2), ხოლო განაცხადის ნომრის ველში განაცხადის ნომერი(3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).

სურ. 6

გამოვა გადახდის გვერდი, სადაც

სურ. 7

შემოწმების შედეგად გამოვა გადახდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარე დავალიანება (ა). შეავსეთ ველები:

სურ. 8

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

სურ. 9

3. გადახდა სხვა საშუალებებით

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა გვერდები. თუმცა გადახდის გვერდზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია: განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

სურ. 10

გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით. ანგარიშწორებისას მიუთითეთ განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).