იხ. საფასურის გადახდის პროცედურა სერტიფიკატის განახლებისას.
თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატს გაუვიდა ვადა, მაშინ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მისი განახლება.
ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ბარათის მართვა] (1).
სურ. 1
გამოვა ფანჯარა ბარათის მართვა (ბ), ჩანართით პერსონალური ინფორმაცია. გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)
სურ. 2
დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)
სურ. 3
პროგრამა გამოიტანს შეტყობინების ფანჯარას. დააჭირეთ ბმულს https://id.ge/tsp/generalpki/ (4). იხილეთ და გაეცანით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სურ.4
გაეცანით გვეერდზე მოცემულ ინფორმაციას. დახურეთ გვერდი და განაგრძეთ მოქმედებები პროგრამაში გახსნილი ფანჯრიდან.
სურ.5
ღილაკზე დაჭერით [თანხმობა] (5) დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.
სურ.6
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (6) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (7)
სურ.7
სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.
სურ. 8
თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. სერთიფიკატის განახლება. დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (8)
სურ. 9
დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.
სურ. 10
დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ. დააჭირეთ ღილაკს [OK] (9).
სურ. 11