იხ. ვიდეო ინსტრუქცია
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Oe7wJk2mVgo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe> |
იხ. საფასურის გადახდის პროცედურა სერტიფიკატის განახლებისას.
თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატს გაუვიდა ვადა, მაშინ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მისი განახლება.
ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ბარათის მართვა] (1).
სურ. 1
გამოვა ფანჯარა ბარათის მართვა (ბ), ჩანართით პერსონალური ინფორმაცია. გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)
სურ. 2
დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)
სურ. 3
პროგრამა გამოიტანს შეტყობინების ფანჯარას (დ). დააჭირეთ ბმულს (4). იხილეთ და გაეცანით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სურ.4
გაეცანით გვეერდზე მოცემულ ინფორმაციას.
სურ.5
ღილაკზე დაჭერით [თანხმობა] (6) დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.
სურ.6
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (7) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (8)
სურ.7
სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.
სურ. 8
თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. სერთიფიკატის განახლება. დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (9)
სურ. 9
დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.
სურ. 10
დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ. დააჭირეთ ღილაკს [OK] (10).
სურ. 11