იხ. საფასურის გადახდის პროცედურა სერტიფიკატის განახლებისას. 

 

თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატს გაუვიდა ვადა, მაშინ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მისი განახლება.

ამისათვის დააჭირეთ ღილაკს  [ბარათის მართვა] (1).

 


სურ. 1




 

გამოვა ფანჯარა ბარათის მართვა (ბ), ჩანართით პერსონალური ინფორმაცია. გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)

 

სურ. 2





 

დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)

 

სურ. 3

 

 

 

პროგრამა გამოიტანს შეტყობინების ფანჯარას (დ). დააჭირეთ ბმულს (4). იხილეთ და გაეცანით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სურ.4





გაეცანით გვეერდზე მოცემულ ინფორმაციას. 

სურ.5





ღილაკზე დაჭერით [თანხმობა] (6) დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.


სურ.6





გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN  კოდი (PIN1) (7) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (8)


სურ.7



 


სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.

 

 

სურ. 8

 

 

 

 

თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. სერთიფიკატის განახლება.  დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (9)

 

სურ. 9


 

 

 

 

დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.

სურ. 10

 

 

 

 

დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ. დააჭირეთ ღილაკს [OK] (10).

სურ. 11