MIFARE Classic 1k არის NXP Semiconductors–ის მიერ შემუშავებული უკონტაქტო MIFARE ბარათების ერთ–ერთი ყველაზე უფრო პოპულარული წარმომადგენელი. ის ძალიან გავრცელებულია პირველ რიგში გამოყენების სიმარტივისა და სიიაფის გამო. მისი საშუალებით მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) მუშაობენ სატრანსპორტო სისტემები (მეტროპოლიტენი, ავტობუსი და სხვა). ის ასევე ფართოდ გამოიყენება დაშვების სისტემებში და სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში. ასევე არსებობს საიტი http://mifare.net
MIFARE Classic ბარათები ე.წ. "მეხსიერები ბარათებია" (Memory Card). ის გამოდის 1 და 4 კილობაიტიან მოდიფიკაციებში (აქედან მომდინარეობს მისი სრული სახელიც). ჩვენ შევჩერდებით კონკრეტულად 1 კილობაიტიან მოდიფიკაციაზე (MIFARE Classic 1k).
MIFARE Classic–ის ძირითადი ფუნქციონალობა შემდეგია
დამატებითი ინფორმაცია MIFARE Classic–ის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ MIFARE–ს საიტიდან: http://mifare.net/products/mifare-smartcard-ic-s/mifare-1k/
MIFARE Classic რამდენიმე წელია აღარ ითვლება უსაფრთხო საშუალებად, ამიტომ ასეთი ტიპის ბარათებზე პიროვნების პირადი ინფორმაციის, ან მნიშვნელოვანი ფინანსური ინფორმაციის ღიად (დაუშიფრავად) დატანა სრულიად გაუმართლებელია და ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ, მსგავსი რამ არ გააკეთოთ. |
ცხადია, ID ბარათი თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად აღემატება MIFARE Classic 1k–ს შესაძლებლობებს. თუმცა სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციის გამარტივების მიზნით მას ასევე შეუძლია იმუშაოს როგორც MIFARE Classic 1k ბარათმა. ამ მიზნით მასზე განთავსებულია შესაბამისი ფუნქციონალობის ემულატორი.
ID ბარათზე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამისათვის საჭირო მონაცემების დატანა, რის შესაძლებლობასაც იძლევა MIFARE Application Directory სტანდარტის რეალიზაცია.
თუკი თქვენს სისტემას შეუძლია MIFARE Classic 1k ბარათებთან ურთიერთობა და გაქვთ სურვილი რომ ნაცვლად საკუთარი ბარათების გამოშვებისა ინფორმაცია შეინახოთ ID ბარათზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე online@sda.gov.ge |
MIFARE Classic 1k–ს ემულატორი პრინციპულად დიდად არ განსხვავდება აპარატული MIFARE Classic 1k–სგან თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც შეიძლება დაგჭირდეთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, MIFARE Classic 1k ინფორმაციას ინახავს ბლოკებში, რომლებიც 16 სექტორადაა განაწილებელი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს იმის დადგენა, რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას რომელი სექტორი ეთმობა, შემოღებულია სტანდარტი MIFARE Application Directory (MAD) რომლის აღწერაც მოცემულია NXP Semiconductors–ის ვებ–გვერდზე.
MAD–ის ძირითადი პრინციპები შემდეგია:
ID ბარათის MIFARE Classic 1k ემულატორის ზონაში ინფორმაციის დასატანად აუცილებელია, სისტემას (აპლიკაციას) გააჩნდეს შესაბამისი წესით რეგისტრირებული იდენტიფიკატორი (AID, Application ID). ამ იდენტიფიკატორის მიღება ძალიან მარტივია – უნდა შეავსოთ განაცხადი რომელიც მოცემულია MAD–ის სტანდარტის სპეციფიკაციაში (იხ. ბმული ზემოთ) და გაგზავნოთ დოკუმენტშივე მითითებულ მისამართზე. |
MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობა პროგრამირების გარკვეულ უნარ–ჩვევებს მოითხოვს. ბარათების პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მასალის მოძიება ინტერნეტშიც.
MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობის სამაგალითო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე