Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

Table of Contents

ციფრული ხელმოწერის განხორციელება

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის განხორციელება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ციფრული ხელმოწერა] (1).

...

ხელმოწერის პროცესის დასრულებისას პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას „გსურთ თუ არა ხელმოწერილი ფაილის გახსნა?’’ ღილაკზე [Yes] (დ) დაჭერით დაიხურება ფანჯარა და გაიხსნება ხელმოწერილი დოკუმენტი. ღილაკზე [No] (ე) დაჭერით დაიხურება ფანჯარა.

სურ. 51

ციფრული ხელმოწერისას გაუქმებული სერტიფიკატის შესახებ შეტყობინება

იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი გაუქმებულია ვერ განახორციელებთ ციფრულ ხელმოწერას. თუ დააჭერთ ღილაკს [ციფრული ხელმოწერა] (ა)

Image Removed

სურ. 60

გამოვა გამაფრთხილებელი ფანჯარა (ბ) და პროგრამა მოგთხოვთ სერტიფიკატის განახლებას (გ). სერტიფიკატის განახლების პროცედურა აღწერილია აქ.

Image Removed

სურ. 61

დოკუმენტი ციფრული ხელმოწერით

ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად განთავსდება იმავე დირექტორიაში, სადაც იყო ხელმოსაწერი დოკუმენტი (თუ ხელმოწერისას არ მიუთითებთ სხვა ადგილმდებარეობას). ელექტრონული ხელმოწერის ნახვის მიზნით გახსენით ხელმოწერილი დოკუმენტი (1).

Image Removed

სურ.52

და გააქტიურეთ ჩანართი [Signatures] (2), მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ელექტრონული ხელმოწერა (ა).

Image Removed

სურ. 53

ხოლო დოკუმენტზე მიბმული ფაილების (ბ) სანახავად გახსენით ჩანართი [Attachments] (3)

Image Removed

სურ. 54

გაითვალისწინეთ

 

ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდებულია Adobe Reader-ის ვერსია - Adobe Reader DC. მასში ერთჯერადად უნდა მოხდეს ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია. ინსტალაციის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ვებ გვერდზე