Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

Info
titleგაითვლიაწინეთ

 ელქტრონული ხელმოწერის დავიწყებული PIN კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

5.3. სერტიფიკატები

ID ბარათის დამზადების პროცესში ბარათზე იქმნება გასაღებების ორი წყვილი. მათ ეწოდებათ ავთენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებების წყვილები. პირველი წყვილი (ღია და დახურული) საჭიროა რომ მომხმარებელმა შესძლოს იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემებში. მაგალითად ვებ-საიტებზე რომელიც იყენებს ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემას. ხოლო მეორე წყვილი გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შექმნისას. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის პორტალის საშუალებით.

როგორც ერთი, ისე მეორე გასაღების გამოყენებას წინ უძღვის შესაბამისი PIN კოდის აკრეფა.

ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს. ისინი ასევე ჩაწერილია ID ბარათზე და მათი დათვალირებისთვის ასევე უნდა გამოიყენოთ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამა. თითოეული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.

სერტიფიკატების ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (გ).

Image Added

სურ. 35

5.3.1. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი] (1). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

Image Added

სურ. 36

5.3.2. ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი] (2). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

Image Added

სურ. 37

5.3.3. ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი] (3). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

Image Added

სურ. 38

5.3.4. ციფრული ხელმოწერის CA სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი]. გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

Image Added

სურ. 39

5.3.5. სერტიფიკატების განახლება

იხ. განახლების ინსტრუქცია

 

5.3.6. ფაილში შენახვა

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სერტიფიკატების ფაილში შენახვა. ამისათვის სერტიფიკატების ჩანართში დააჭირეთ ღილაკს [ფაილში შენახვა] (1).

Image Added

სურ. 40

გამოვა სტანდარტული შენახვის ფანჯარა. მიუთითეთ მდებარეობა მაგ.: [Desktop] (2), დაარქვით ფაილს სახელი ველში [File name] (3) და დააჭირეთ ღილაკს [Save] (4).

Image Added

სურ. 41

ფაილში შენახულ სერტიფიკატი იქნება ასეთი სახით.

Image Added

სურ. 42