Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

გამოვა ფანჯარა [ბარათის მართვა], რომელიც ორგანიზებულია ჩანართების სახით. პირველი ჩანართი [პერსონალური ინფორმაცია] (ა) საშუალებას გაძლებთ დაათვალიეროთ თქვენი პირადი მონაცემები, მეორე ჩანართით [PIN კოდების მართვა] (ბ) შეძლებთ PIN კოდების მართვას, მესამე ჩანართი [სერტიფიკატები] (გ) ნახავთ სერტიფიკატებს.

 

 

სურ. 10

5.1. პერსონალური ინფორმაცია

ჩანართში [პერსონალური ინფორმაცია] () შესაძლებელია ბარათზე ჩაწერილი თქვენი პირადი მონაცემების დათვალიერება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ბარათის PIN კოდი] (1), გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (2) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (3).

Image Removed

სურ. 11

ამ ჩანართში გამოსული ინფორმაციის ცვლილება შეუძლებელია.

Image Removed

სურ. 12

5.2. PIN კოდების მართვა

თქვენ ID ბარათთან ერთად გადმოგეცათ სპეციალური კონვერტი, რომელშიც ინახება ელექტრონული სერვისებისათვის საჭირო PIN კოდები. კონვერტში მოთავსებულია 3 კოდი:

  • საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) - მისი დანიშნულებაა საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლის იდენტიფიცირება;
  • სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) - მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3);
  • განბლოკვის PUK კოდი – მისი დანიშნულებაა დაბლოკილი იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის PIN (PIN3) კოდების განბლოკვა და დავიწყებული საიდენტიფიკაციო PIN (PIN1) კოდის თავიდან დაყენება.

პინების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია განახლება. განახლებული PIN კოდები პირველად გაცემული PIN კოდებისგან განსხვავებულია:

 

პინ კოდები

პირველადი

განახლებული

PIN1

4 ციფრი

6 ციფრი

PIN2

5 ციფრი

8 ციფრი

PIN3

6 ციფრი

მინიმუმ 6 ციფრი

PUK

8 ციფრი

8 ციფრი

 

ჩანართიდან [PIN კოდების მართვა] (ბ) შესაძლებელია ბარათის PIN კოდის, ხელმოწერის PIN კოდის და PUK კოდის მართვა.

Image Removed

სურ. 13

5.2.1. ბარათის PIN კოდი

ბარათის PIN კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი](1).

გამოჩნდება ბარათის PIN კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

  • [სტატუსი] - ბარათის PIN კოდის სტასუსი;
  • [დარჩენილი მცდელობა] - PIN1-ის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა.

Image Removed

სურ. 14

5.2.2. ბარათის PIN კოდის შეცვლა

ბარათის PIN კოდის შეცვლის მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა].

Image Removed

სურ. 15

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • მიმდინარე საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (2);
  • ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1)  (3);
  • დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო  PIN კოდი (PIN1) (4);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).

Image Removed

სურ. 16

Info
titleგაითვლისწინეთ

საიდენტიფიკაციო PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 4 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

 

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

Image Removed

სურ. 17

5.2.3. ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება

ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურების მიზნით გადადით ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [გააქტიურება](2).

Image Removed

სურ. 18

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) (3);
  • ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (4);
  • დაადასტურეთ ახალი ელეტროული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (5);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

Image Removed

სურ. 19

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

Image Removed

სურ. 20

გაითვალისწინეთ

 

ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

 

5.2.4. ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა

ხელმოწერის PIN კოდის შეცვლის მიზნით გააქტიურეთ ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (2).

Image Removed

სურ. 21

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • მიმდინარე ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (2);
  • ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3)  (3);
  • დაადასტურეთ ახალი ელექტრონული ხელმოწერის  PIN კოდი (PIN3)  (4);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).

Image Removed

სურ. 22

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

Image Removed

სურ. 23

Info
titleგაითვლისწინეთ

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება. 

 

5.2.5. PUK კოდი

PUK კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [PUK კოდი].

გამოჩნდება PUK კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

  • [სტატუსი] - PUK კოდის სტატუსი;
  • [დარჩენილი მცდელობა] – PUK კოდის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა;
  • [დარჩენილი რაოდენობა] -  PUK კოდის გამოყენების დარჩენილი რაოდენობა.

Image Removed

სურ. 24

PUK კოდის 3-ჯერ არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაიბლოკება და [სტატუსი] გახდება დაბლოკილია.

 

დაბლოკილი PUK კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

5.2.6. ბარათის PIN კოდის განბლოკვა და აღდგენა

ბარათის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

Image Removed

სურ. 25

ბარათის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

Image Removed

სურ. 26

თუ დაგებლოკათ ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

Image Removed

სურ. 27

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • განბლოკვის PUK კოდი (3);
  • ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (4);
  • დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (5);

და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

Image Removed

სურ. 28

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

Image Removed

სურ. 29

5.2.7. ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა

ხელმოწერის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

Image Removed

სურ. 30

ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

Image Removed

სურ. 31

თუ დაგებლოკათ ხელმოწერის PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ხელმოწერის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

Image Removed

სურ. 32

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • განბლოკვის PUK კოდი (3);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (4).

Image Removed

სურ. 33

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

Image Removed

სურ. 34

Info
titleგაითვლიაწინეთ

 ელქტრონული ხელმოწერის დავიწყებული PIN კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

5.3. სერტიფიკატები

ID ბარათის დამზადების პროცესში ბარათზე იქმნება გასაღებების ორი წყვილი. მათ ეწოდებათ ავთენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებების წყვილები. პირველი წყვილი (ღია და დახურული) საჭიროა რომ მომხმარებელმა შესძლოს იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემებში. მაგალითად ვებ-საიტებზე რომელიც იყენებს ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემას. ხოლო მეორე წყვილი გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შექმნისას. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის პორტალის საშუალებით.

როგორც ერთი, ისე მეორე გასაღების გამოყენებას წინ უძღვის შესაბამისი PIN კოდის აკრეფა.

ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს. ისინი ასევე ჩაწერილია ID ბარათზე და მათი დათვალირებისთვის ასევე უნდა გამოიყენოთ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამა. თითოეული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.

სერტიფიკატების ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (გ).

Image Removed

სურ. 35

5.3.1. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი] (1). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

Image Removed

სურ. 36

5.3.2. ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი] (2). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

Image Removed

სურ. 37

5.3.3. ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი] (3). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

Image Removed

სურ. 38

5.3.4. ციფრული ხელმოწერის CA სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი]. გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

Image Removed

სურ. 39

5.3.5. სერტიფიკატების განახლება

იხ. განახლების ინსტრუქცია

 

5.3.6. ფაილში შენახვა

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სერტიფიკატების ფაილში შენახვა. ამისათვის სერტიფიკატების ჩანართში დააჭირეთ ღილაკს [ფაილში შენახვა] (1).

Image Removed

სურ. 40

გამოვა სტანდარტული შენახვის ფანჯარა. მიუთითეთ მდებარეობა მაგ.: [Desktop] (2), დაარქვით ფაილს სახელი ველში [File name] (3) და დააჭირეთ ღილაკს [Save] (4).

Image Removed

სურ. 41

ფაილში შენახულ სერტიფიკატი იქნება ასეთი სახით.

Image Removed

სურ. 42