...
ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.
...
ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R ავტომატურად ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows 7, 8.1, 10 ოპერაციული სისტემა აყენია.
Info | ||
---|---|---|
| ||
თუკი თქვენ არ ხართ დარწმუნებული, Windows–ის რომელი ვერსია აყენია თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ იხილოთ კორპორაცია "მაიკროსოფტის" ოფიციალური ვებ–გვერდი ინსტრუქციისათვის: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/help/which-version-of-the-windows-operating-system-am-i-running |
ინსტალაციისთვის არაფერია საჭირო გარდა გამართულად მომუშავე ინტერნეტ–კავშირისა. იმისათვის, რომ დრაივერი დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე, საკმარისია უბრალოდ შეუერთოთ ის USB პორტში.
Microsoft Windows 7, 8.1, 10 ავტომატურად დაუკავშირდება თავისი სტანდარტული დრაივერების საიტს და გადმოწერს საჭირო ვერსიას. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მოწყობილობის ინსტალაციის დასრულების სტანდარტულ შეტყობინებას, რომელიც ეკრანზე გამოგიჩნდებათ.
Info | ||
---|---|---|
| ||
იმ შემთხვევაში, თუ წამკითხველების დრაივერები ავტომატრად არ ინსტალირდა, გადმოიწერეთ მწარმოებლის ვებ-გვერდიდან: SRC3310v2.0; 2700 R და დააყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მსგავსად. |
ინსტალაცია Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში
განვიხილოთ როგორ უნდა დააინსტალიროთ ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows XP ოპერაციული სისტემა აყენია.
Info | ||
---|---|---|
| ||
თუკი თქვენ არ ხართ დარწმუნებული, Windows–ის რომელი ვერსია აყენია თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ იხილოთ კორპორაცია "მაიკროსოფტის" ოფიციალური ვებ–გვერდი ინსტრუქციისათვის: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/help/which-version-of-the-windows-operating-system-am-i-running |
სანამ ინსტალაციას დაიწყებთ მნიშვნელოვანია შეუერთოთ წამკითხველი კომპიუტერს.
...