Skip to end of metadata
Go to start of metadata

ინსტალაციის მიზანი

Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებში სერტიფიკატის ინსტალაცია ავტომატურად გულისხმობს მისთვის ნდობის გამოცხადებას Microsoft Corporation–ის და ზოგიერთი სხვა მწარმოებლის პროდუქტებში.

სერტიფიკატის ინსტალაცია

გადმოწერეთ GEO Root CA სერტიფიკატი სერტიფიკატების ვებ-გვერდიდან და შეინახეთ როგორც ფაილი. გადმოწერილ ფაილს 2–ჯერ დაუწკაპუნეთ. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა

 

გადაამოწმეთ

თუკი ამის ნაცვლად წარწერა ამბობს "This certificate is intended for the following purpose(s)", ეს ნიშნავს რომ თქვენ აღნიშნული სერტიფიკატი უკვე ინსტალირებული გაქვთ

დააჭირეთ ღილაკს Install Certificate. ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა რომელიც ამბობს Welcome to the Certificate Import Wizard. დააჭირეთ ღილაკს Next.

ეკრანზე გამოსულ ფანჯარაზე აირჩიეთ Place all certificates in the following store და დააჭირეთ Browse. გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Trusted root Certification Authorities (სიაში მე–2)

დააჭირეთ OK, შემდეგ დააჭირეთ Next.

ფანჯარაზე, რომელიც შემდეგ გამოვა, დააჭირეთ Finish. ეკრანზე გამოვა გაფრთხილების ფანჯარა

 

ყურადღება!

სანამ ამ ფანჯარაზე Yes–ს უპასუხებდეთ, დარწმუნდით რომ Thumbprint (sha1)–ში მითითებული მნიშვნელობა ზუსტად ემთხვევა სერტიფიკატების ვებ–გვერდზე მოცემულ SHA1 ანაბეჭდს. მთავრულ ასოებს და "ჰარებს" (ცარიელ ადგილებს ტექსტში) მნიშვნელობა არ აქვს.

თუკი ანაბეჭდები განსხვავებულია, აირჩიეთ No, თუკი ემთხვევა – უპასუხეთ Yes.

სერტიფიკატი დაინსტალირდება სისტემაში და თქვენ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას ეკრანზე

  • No labels