შესავალი
სოციალური სტატუსის შემოწმების პროგრამა საშუალებას გვაძლევს წავიკითხოთ ID ბარათზე ჩაწერილი მოქალაქის სტატუს(ებ)ი .
ID ბარათზე სტატუსის შემოწმებისთვის საჭიროა :
- კომპიუტერზე მიერთებული ბარათის უკონტაქტო წამკითხველ(ებ)ი
- კომპიუტერზე სტატუსის შემოწმების პროგრამის გაშვება
- ID ბარათის დადება წამკითხველზე
ბარათის წამკითხველის ინსტალაცია
იმისათვის რომ პროგრამამ შესძლოს ID ბარათიდან ინფორმაციის წაკითხვა, აუცილებელია კომპიუტერი აღჭურვილი იყოს ბარათის უკონტაქტო წამკითხველით, რომლის დრაივერიც უნდა იყოს დაინსტალირებული სისტემაში. პროგრამასთან თავსებადი ბარათის წამკითხველი მოწყობილეობების დასახელება და მათი დრაივერების ბმულების სია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში
მოდელი | მომწოდებელი | დრაივერის ბმული |
---|---|---|
OMNIKEY 5321 USB | HID Global | http://www.hidglobal.com/driverDownloads.php?techCat=19&prod_id=171# |
SCM SCL 010 | SCM Microsystems | http://www.smartcardsource.com/contents/en-ca/d17_SCM-Readers.html |
პროგრამის გაშვება
პროგრამის პირველადი გაშვებისთვის უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე : http://id.ge/tools/social-status-viewer/
ბმულის გადასვლის შემდეგ გაიხსნება ფრომა :
დააჭირეთ "პროგრამის გაშვება" ღილაკს . ღილაკზე დაჭერის შემდეგ პრგორამა გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში . შემდეგში პროგრამის მარტივად გახსნისთვის შეგიძლიათ ის მოათავსოთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე
სამუშაო პროცესის აღწერა
- თუკი თქვენი კომპიუიტერი აღჭურვილია მხოლოდ ერთი თავსებადი წამკითხველით, მაშინ პროგრამის გაშვების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა :
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველად ეკრანზე გამოვა ბარათის წამკითხველის არჩევის ფანჯარა
ბარათის წამკითხველის არჩევა
- დაადეთ ბარათი წამკითხველს და დაელოდეთ :
მონაცემების გადამოწმების შემდეგ ეკრანზე გამოვა ID ბარათზე არსებული სტატუს(ებ)ის ინფორმაცია : გამოტანილი ფორმა შეიცავს სოციალურ იდენტიფიკატორს (შეგიძლიათ ამ იდენტიფიკაორის დამახოსვრება ) ასევე მოქალაქის მიმდინარე სტატუსს და სტატუსის მოქმედების ვადას
- თუ ბარათს არასწორად დაადებთ წამკითხველზე მაშინ ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის შეტყობინება:
ამ დროს უმჯობესია აიღოთ ბარათი წამკითხველიდან და თავიდან დაადოთ