Skip to end of metadata
Go to start of metadata

შესავალი

სოციალური სტატუსის შემოწმების პროგრამა საშუალებას გვაძლევს წავიკითხოთ  ID ბარათზე ჩაწერილი მოქალაქის  სტატუს(ებ)ი . 

ID ბარათზე სტატუსის შემოწმებისთვის საჭიროა :

  1. კომპიუტერზე მიერთებული ბარათის უკონტაქტო წამკითხველ(ებ)ი 
  2. კომპიუტერზე სტატუსის შემოწმების პროგრამის გაშვება  
  3. ID ბარათის დადება წამკითხველზე 

 

ბარათის წამკითხველის ინსტალაცია

იმისათვის რომ პროგრამამ შესძლოს ID ბარათიდან ინფორმაციის წაკითხვა, აუცილებელია კომპიუტერი აღჭურვილი იყოს ბარათის უკონტაქტო წამკითხველით, რომლის დრაივერიც უნდა იყოს დაინსტალირებული სისტემაში. პროგრამასთან თავსებადი ბარათის წამკითხველი მოწყობილეობების დასახელება და მათი დრაივერების ბმულების  სია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში 
 

მოდელიმწარმოებელიდრაივერი
OMNIKEY 5321 USBHID Globalhttps://www.hidglobal.com/drivers
SCL 010SCM Microsystems/Identivehttp://support.identive-group.com/downloads.php?lang=en
SDI 010SCM Microsystems/Identivehttp://support.identive-group.com/downloads.php?lang=en

პროგრამის გაშვება

პროგრამის პირველადი გაშვებისთვის უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე : https://id.ge/tools/social-status-viewer/

ბმულის გადასვლის შემდეგ გაიხსნება ფრომა : 

დააჭირეთ "პროგრამის გაშვება" ღილაკს . ღილაკზე დაჭერის შემდეგ პრგორამა გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში . შემდეგში პროგრამის მარტივად გახსნისთვის შეგიძლიათ ის მოათავსოთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე 

პროგრამის კომპიუტერში გადმოწერის შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლა . პროგრამის გაშვების გასამარტივებლად შეგიძლიათ ის განათავსოთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე

 

 

სამუშაო პროცესის აღწერა


  1. თუკი თქვენი კომპიუიტერი აღჭურვილია მხოლოდ ერთი თავსებადი წამკითხველით, მაშინ პროგრამის გაშვების შემდეგ  ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა :



    წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველად ეკრანზე გამოვა ბარათის წამკითხველის არჩევის ფანჯარა


  2. ბარათის წამკითხველის არჩევა


    პროგრამის პირველი გაშვებისას ეს ფანჯარა ავტომატურად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი კომპიუტერი ორი ან მეტი წამკითხველითაა აღჭურვილი

  3. დაადეთ ბარათი  წამკითხველს  და დაელოდეთ :




  4. მონაცემების გადამოწმების შემდეგ ეკრანზე გამოვა ID ბარათზე არსებული  სტატუს(ებ)ის ინფორმაცია : გამოტანილი ფორმა შეიცავს სოციალურ იდენტიფიკატორს (შეგიძლიათ ამ იდენტიფიკაორის დამახოსვრება ) ასევე მოქალაქის მიმდინარე  სტატუსს  და სტატუსის მოქმედების ვადას 



    ღილაკი "დამახსოვრება"

    "დამახსოვრების" ღილაკი მოქალაქის იდენტიფიკატორს დაიმახსოვრებს სისტემურ ბუფერში



  5. თუ ბარათს არასწორად დაადებთ წამკითხველზე მაშინ ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის შეტყობინება:



    ამ დროს უმჯობესია აიღოთ ბარათი წამკითხველიდან და თავიდან დაადოთ

პროგრამის წაშლა 

პროგრამის კომპიუტერიდან  წაშლისთვის უნდა განხორციელოთ შემდეგი პროცედურა :

  1. გახსენით  Start =>> Control Panel =>> Java

 

2. გახსენით Java და დააჭირეთ "View" ღილაკს :

 

3. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გახსნილ ფორმაში მონიშნეთ "eID Citizens Status Viewer"

 

4. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს ხელი და კონტექსტური მენიუში აირჩიეთ "delete"

 

  • No labels