Identiv ფირმის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700R ბარათის კომპაქტური წამკითხველებია, რომლებიც კომპიუტერს USB ინტერფეისით უერთდება. ისინი განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის. წამკითხველი სერტიფიცირებულია ID ბარათის სრულყოფილ მხარდაჭერაზე კონტაქტური ინტერფეისით.
ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.
წამკითხველს არ აქვს PIN კოდის უსაფრთხო შეყვანის ფუნქცია, ამიტომაც კლიენტების მომსახურებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია.
წამკითხველების ინსტალაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპერაციული სისტემა აყენია თქვენს კომპიუტრზე. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინსტალაციის ინსტრუქციებს რამდენიმე, გავრცელებული ოპერაციული სისტემისათვის.
ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R ავტომატურად ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows 7 ოპერაციული სისტემა აყენია.
თუკი თქვენ არ ხართ დარწმუნებული, Windows–ის რომელი ვერსია აყენია თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ იხილოთ კორპორაცია "მაიკროსოფტის" ოფიციალური ვებ–გვერდი ინსტრუქციისათვის: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/help/which-version-of-the-windows-operating-system-am-i-running |
ინსტალაციისთვის არაფერია საჭირო გარდა გამართულად მომუშავე ინტერნეტ–კავშირისა. იმისათვის, რომ დრაივერი დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე, საკმარისია უბრალოდ შეუერთოთ ის USB პორტში.
Microsoft Windows 7 ავტომატურად დაუკავშირდება თავისი სტანდარტული დრაივერების საიტს და გადმოწერს საჭირო ვერსიას. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მოწყობილობის ინსტალაციის დასრულების სტანდარტულ შეტყობინებას, რომელიც ეკრანზე გამოგიჩნდებათ.
წამკითხველში ID ბარათის ჩადების შემდეგ Microsoft Windows 7 ცდილობს ასევე დააინსტალიროს ID ბარათის დრაივერი, რასაც ვერ ახერხებს და გამოაქვს შეტყობინება უცნობი მოწყობილობის თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად უგულვებელჰყოთ ეს შეტყობინება.
ასეთი შეტყობინება გამოდის არა მარტო SRC3310v2.0 და 2700 R წამკითხველების შემთხვევაში, არამედ სხვა წამკითხველების შემთხვევაშიც. |
თუკი თვლით რომ შეტყობინება გამაღიზიანებელია, შეგიძლიათ გამორთოთ იგი შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:
ბარათის წამკითხველის ინსტალაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ ID ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ დააყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიკატები.
გასაგრძელებლად გადადით ინსტალაციის ინსტრუქციების გვერდზე.