იხ. საფასურის გადახდის პროცედურა სერტიფიკატის განახლებისას. 

 

თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატს გაუვიდა ვადა, მაშინ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მისი განახლება.

ამისათვის დააჭირეთ ღილაკს  [ბარათის მართვა] (1).

 


სურ. 1


 

გამოვა ფანჯარა ბარათის მართვა (ბ), ჩანართით პერსონალური ინფორმაცია. გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)

სურ. 2


 

 

დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)


სურ. 3

 

 

პროგრამა გამოიტანს შეტყობინების ფანჯარას. დააჭირეთ ბმულს https://id.ge/tsp/generalpki/ (4). იხილეთ და გაეცანით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სურ.4


 


გაეცანით გვეერდზე მოცემულ ინფორმაციას. 

სურ.5


 


ღილაკზე დაჭერით [თანხმობა] (5) დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.


სურ.6



გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN  კოდი (PIN1) (6) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (7)


სურ.7



სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.

 

სურ. 8

 

 

თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. სერთიფიკატის განახლება.  დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (8)

 

სურ. 9


 

 

დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.

სურ. 10

 

 

 

დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ. დააჭირეთ ღილაკს [OK] (9).

სურ. 11