ამ თავში აღწრილია Georgian ID Card - უნივერსალური პროგრამის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია Mac Os სისტემისთვის.
პროგრამის მოხმარების ინსტრუქცია იხილეთ გვერდზე Georgian ID Card - უნივერსალური პროგრამა.
პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის ჩამოტვირთვის მიზნით გახსენით ვებ-გვერდი https://id.ge/ (1) და აირჩიეთ ბანერი: [გადმოიწერეთ ბარათის უნივერსალური პროგრამა] (2)
სურ. 1
ლიცენზიის პირობები
აპლიკაციაზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება ინფორმაცია პროგრამის ლიცენზიის შესახებ (ა). პროგრამის ჩამოტვირთვამდე თქვენ უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ ლიცენზიის პირობებს, ამისათვის მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა: [გავეცანი და ვეთანხმები ლიცენზიის პირობებს](1) და დააჭირეთ რეკომენდებულ ვერსიას (2).
სურ. 2
იმ შემთხვევაში, თუ არ მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა [გავეცანი და ვეთანხმები ლიცენზიის პირობებს] (1) და ისე დააჭერთ ლიცენზიის ბმულს, მაშინ სისტემა გამოგიტანთ შეტყობინების ფანჯარას ტექსტით ,,თქვენ უნდა დაეთანხმოთ ლიცენზიას!“
სურ. 3
ამ ველში თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებული პროგრამის საინსატალაციო ვერსია თავად მოინიშნება და გამოვა მითითება [რეკომენდებულია თქვენთვის] (ა).
სურ. 4
პროგრამის ჩამოტვირთვა
პროგრამის ჩამოსატვირთად დააჭირეთ თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებულ პროგრამის საინსატალაციო ვერსიას (1). საინსტალაციო ფაილი ჩამოიტირთება (2).
სურ. 5
გადმოწერილი ფაილის გახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად:
სურ. 6
Georgian Id Card-ის ინსტალაცია
პროგრამის ინსტალაციისთვის საკმარისია ფაილი Georgian ID Card გადაიტანოთ აპლიკაციებში (1).
სურ. 7
აპლიკაციებში განთავსდება შემდეგნაირად (2).
სურ. 8
შუალედური პროგრამის ინსტალაცია
შუალედური პროგრამის ინსტალაციისთვის საინსტალაციო ფაილი გადაიტანეთ ეკრანზე (1).
სურ. 9
ფაილის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება [Open With] (2), შემდეგ [Installer (default)] (3).
სურ. 10
და მიყევით პროცესს:
სურ. 11
სურ. 12
სურ. 13
სურ. 14
სურ. 15
პროგრამის მოხმარების ინსტრუქცია იხილეთ გვერდზე Georgian ID Card - უნივერსალური პროგრამა.