ინსტალაციის მიზანი
Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებში სერტიფიკატის ინსტალაცია ავტომატურად გულისხმობს მისთვის ნდობის გამოცხადებას Microsoft Corporation–ის და ზოგიერთი სხვა მწარმოებლის პროდუქტებში.
სერტიფიკატის ინსტალაცია
გადმოწერეთ GEO Root CA სერტიფიკატი სერტიფიკატების ვებ-გვერდიდან და შეინახეთ როგორც ფაილი. გადმოწერილ ფაილს 2–ჯერ დაუწკაპუნეთ. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა
დააჭირეთ ღილაკს Install Certificate. ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა რომელიც ამბობს Welcome to the Certificate Import Wizard. დააჭირეთ ღილაკს Next.
ეკრანზე გამოსულ ფანჯარაზე აირჩიეთ Place all certificates in the following store და დააჭირეთ Browse. გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Trusted root Certification Authorities (სიაში მე–2)
დააჭირეთ OK, შემდეგ დააჭირეთ Next.
ფანჯარაზე, რომელიც შემდეგ გამოვა, დააჭირეთ Finish. ეკრანზე გამოვა გაფრთხილების ფანჯარა
სერტიფიკატი დაინსტალირდება სისტემაში და თქვენ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას ეკრანზე