ახალი ამბები

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ვიდეო გაკვეთილი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

Jan 23, 2020

MacOS-ის ახალ ვერსიაში (10.15 Catalina) შეიცვალა უსაფრთხოების პარამეტრები, რამაც გამოავლინა JavaFX-ის პლატფორმაზე შექმნილი აპლიკაციების ხარვეზი, რომელიც ინციდენტის სახით დარეგისტრირებულია OpenJDK-ს საიტზე (იხ. ბმული: https://bugs.openjdk.java.net/browse/JDK-8231513 ).

ხარვეზი ვლინდება აპლიკაციის ჩართვისას, რა დროსაც ეკრანზე გამოდის შემდეგი შეტყობინება:

გთხოვთ, აღნიშნული ფანჯრის გამოჩენის შემთხვევაში დააჭიროთ უარყოფის ღილაკს (Deny). დამატებით გაცნობებთ, რომ თანხმობის შემთხვევაშიც კი, ელექტრონული პირადობის მოწმობის უნივერსალური პროგრამა არ განახორციელებს ზემოაღნიშნულ შეტყობინებაზე მითითებულ ქმედებას.

Jun 27, 2018

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატებს გასცემს. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის პორტატული საშუალებების ე.წ. „ჭკვიანი ბარათების“ სახით მიღება იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში „ჭკვიანი ბარათების” ინტეგრაციისათვის საჭიროა ერთ-ერთი შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა:

ორივე ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვის გვერდზე. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ „ჭკვიანი ბარათის” გამოყენება ამა თუ იმ საოპერაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში, გთხოვთ მიმართოთ უშუალოდ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს იმის დასაზუსტებლად, თუ რომელი მათგანის გადმოწერა გჭირდებათ.

კვალიფიციური ელქტრონული შტამპის შექმნის პორტატული საშუალებების - „ჭკვიანი ბარათების” გაცემის დაწყების შესახებ ინფორმაციას დამატებით მიიღებთ ჩვენი ვებ-გვერდიდან.