რა არის CCID?
სპეციფიკაცია USB
Microsoft CCID (Chip/Smart Card Interface Devices (CCID) განსაზღვრავს ბარათების წამკითხველების უნივერსალურ ინტერფეისს ოპერაციულ სისტემასთან. ) Driver — ეს არის ჭკვიანი ბარათის (Smart Card) უნივერსალური დრაივერი, რომელიც გამოიყენება ID ბარათის წამკითხველებისთვის (USB card reader).
თუკი თქვენს სისტემას გააჩნია სპეციალური, უნივერსალური დრაივერის მხარდაჭერა რომელიც CCID–თავსებადია მაშინ შესაძლოა , რომელიც CCID–თავსებადია, მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბარათის წამკითხველის სპეციალიზებული დრაივერის ინსტალაცია.
მაგალითად Windows-ში (Windows 10/11) CCID დრაივერი ჩაშენებულია Microsoft-ის მიერ და ავტომატურად ინსტალირდება.
CCID დრაივერი მხოლოდ წამკითხველისთვისაა.
| Info | ||
|---|---|---|
| ||
| ამგვარი დრაივერის მხარდაჭერა Windows 7–ს თავისთავად აქვს. Windows XP–სათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ინსტალაცია ხელით. ამაში ჩვენი გვერდი დაგეხმარებათ |
CCID დრაივერის ინსტალაცია Windows XP ოპერაციულ სისტემაში
უპირველეს ყოვლისა, გადმოიწერეთ CCID დრაივერი Windows-ისათვის რომელიც ZIP ფორმატშია შეკუმშული და გახსენით ის რომელიმე დირექტორიაში. მაგალითად: C:\install\CCIDDriver. ამის შემდეგ შეუერთეთ ID ბარათის წამკითხველი თქვენს კომპიუტერს. ეკრანზე გამოვა ახალი ხელსაწყოს პოვნის ფანჯარა. აირჩიეთ მასში რომ არ გსურთ Windows Update სერვისთან დაკავშირება და დააჭირეთ Next
![]()
ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა რომელიც შემოგთავაზებთ მოწყობილობის ავტომატურ ინსტალაციას. უთხარით მას რომ თქვენ თვითონ დააყენებთ მოწყობილობას სასურველი ადგილმდებარეობიდან და დააჭირეთ Next
![]()
შემდეგ ეკრანზე უნდა აირჩიოთ დირექტორია, სადაც განაარქივეთ ინსტრუქციის დასაწყისში გადმოწერილი ფაილი. ჩვენს შემთხვევაში ესაა C:\install\CCIDDriver და დააჭირეთ Next
![]()
Windows დაიწყებს ინსტალაციის პროცესს. დასრულებისას ის გამოიტანს წარმატებული ინსტალაციის შეტყობინების ფანჯარას

დახურეთ ის Finish ღილაკზე თითის დაჭერით.
ინსტალაცია დასრულებულია!