წამკითხველების სერტიფიცირება
ID ბარათის პროგრამული უზრუნველყოფა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მანამ, სანამ ასეთ მოწყობილობას შეიძენდეთ, გადაამოწმეთ ამავე გვერდზე – თავსებადია თუ არა თქვენი წამკითხველი ID ბარათთან.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ID ბარათის განვითარების ჯგუფის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ რათა მოთხოვნები მაქსიმალურად შემსუბუქდეს და რაც შეიძლება ბევრმა წამკითხველმა შესძლოს მუშაობა ID ბარათებთან.
გარდა ამისა, წამკითხველი შეიძლება იყოს სერტიფიცირებული პირადი ან კლიენტების მომსახურების წერტილებში გამოყენებისათვის.საკუთარ კომპიუტერზე მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სერტიფიცირებული წამკითხველი.
თუმცა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით პირადი გამოყენებისთვისაც უმჯობესია ისეთი წამკითხველი შეიძინოთ, რომელიც კლიენტების მომსახურების წერტილებისთვისაა სერტიფიცირებული. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ასეთი წამკითხველების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა
სერტიფიცირებული წამკითხველები
სერტიფიცირებული წამკითხველების სია მუდმივად განახლებადია. თუკი თქვენ წარმოადგენთ კომპიუტერულ მაღაზიას, რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში
სურათი | მოდელი | მომწოდებელი | სერტიფიცირება | კლიენტის მომსახურება | უკონტაქტო | დამატებითი ინფორმაცია |
---|---|---|---|---|---|---|
![]() | SCR3310v2 | Identiv | სრული | – | – | რეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის ვებსაიტს. |
![]() | 2007R | Identiv | სრული | _ | _ | რეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის გვერდს. |
![]() | ASERive IIE USB V3C | Athena Smartcard | სრული | – | – | |
![]() | miniLector EVO | Bit4id | სრული | – | – | იხილეთ ინსტრუქცია |
![]() | SPR332 | SCM Microsystems | სრული | დასაშვებია | – | |
![]() | SDI10 | SCM Microsystems | სრული | – | + | |
![]() | OMNIKEY 5321 USB | HID Global | სრული | – | + | |
![]() | OMNIKEY 3021 USB | HID Global | ნაწილობრივი | – | – | რეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის ვებსაიტს |
![]() | OMNIKEY 3821 USB Pinpad | HID Global | ნაწილობრივი | დასაშვებია | – | რეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის ვებსაიტს |
![]() | КР-371 | ООО АВТОР (უკრაინა) | სრული | – | – | შესაძლოა, წამკითხველს დასჭირდეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ID ბარათთან თავსებადობისათვის |