...
წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.
Microsoft CCID დრაივერი
Microsoft CCID(Chip/Smart Card Interface Devices) Driver — ეს არის ჭკვიანიბარათის(Smart Card)უნივერსალური დრაივერი, რომელიც გამოიყენება ID ბარათისწამკითხველებისთვის (USB card reader).
თუკი თქვენს სისტემას გააჩნია სპეციალური, უნივერსალური დრაივერის მხარდაჭერა, რომელიც CCID–თავსებადია, მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბარათის წამკითხველის სპეციალიზებული დრაივერის ინსტალაცია.
...
ბარათის წამკითხველი მოწყობილება ACS APG8201 B2
მოწყობილობის შეერთება
- შეაერთეთ ACS APG8201 B2 USB პორტში
Windows ხშირად ავტომატურად აყენებს Microsoft CCID დრაივერს
- დაელოდეთ შეტყობინებას: Device is ready to use
დრაივერის შემოწმება
- გახსენით: Start → Search → Device Manager
- მოძებნეთ: Smart Card Readers ან Universal Serial Bus devices
თუ ხედავთ ჩანაწერს: ACS APG8201 ან USB Smart Card Reader
ეს ნიშნავს, რომ დრაივერი უკვე დაყენებულია და დამატებითი მოქმედება არ არის საჭირო.
თუ დრაივერი ავტომატურად არ ინსტალირდება
...
მაშინ საჭიროა დრაივერის ხელით დაყენებას.
დრაივერის ჩამოტვირთვა (ხელით)
...
- ჩამოტვირთეთ ACS CCID Driver-ის საინსტალაციო ფაილი ოფიციალური ვებ გვერდიდან - დრაივერის ჩამოტვირთვა
- გაუშვით ჩამოტვირთული ფაილი Setup.exe
- დააჭირეთ Next
- შემდეგInstall
- ბოლოს Finish
- ინსტალაციის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი
წამკითხველის შემოწმება
- გახსენით Device Manager
- მოძებნეთ Smart card readers
- უნდა ეწეროს ACS APG8201
- ჩადეთ ID ბარათი
- გაუშვით: Georgian ID Card უნივერსალური პროგრამა ან სხვა სმარტ ბარათის პროგრამა
...