Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

Info

ეს ინსტრუქცია მოცემული ფორმით დროებითია - მცირე ხანში ციფრული ხელმოწერის პორტალს დაემატება ხელმოწერილი დოკუმენტების შემოწმების ფუნქცია და იქ თქვენ შესძლებთ ყველა ინფორმაცია მიიღოთ მაქსიმალურად გამარტივებულად, ღილაკზე თითის დაჭერით

დოკუმენტზე კონკრეტული ხელმოწერის დრო

გარდა თავად ხელმოწერის სისწორისა, ძალიან მნიშვნალოვანია რომ შემოწმდეს დოკუმენტზე კონკრეტული ხელმოწერის შესრულების დრო. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ციფრულ ხელმოწერას PDF ფაილზე თან ახლავს. ამ დროის წყარო შეიძლება იყოს:

  1. იმ კომპიუტერის ლოკალური საათი, რომელზეც მოხდა ხელმოწერა
  2. სპეციალური სერვერიდან მიღებული და კრიპტოგრაფიული მექანიზმებით დაცული დროის აღნიშვნა (Time Stamp)

რასაკვირველია, ლოკალური საათიდან მიღებული დრო არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო მონაცემად რადგანაც ადვილადაა შესაძლებელი კომპიუტერზე დროის გადაწევა. განსხვავებით მისგან, დროის აღნიშვნა (Time Stamp) რომელიც მიიღება სპეციალური სერვერიდან, თავის თავში მოიცავს სერვერის დროს, გასწორებულს დროის სანდო წყაროებთან, გადაბმულს კონკრეტულად ამ დოკუმენტზე და ციფრულად ხელმოწერილს სერვერის მიერ.

გაიგეთ მეტი დროის სანდო აღნიშვნების შესახებ ვიკიპედიადან (ინგ.)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია RFC 3161 სტანდარტის დროის აღნიშვნის სერვისი, რომლითაც შესაძლებელია ხელმოწერაზე დროის აღნიშვნის დართვა, ხელმოწერის დროის დასადასტურებლად

Info

ციფრული ხელმოწერის პროგრამა და პორტალი, რომლებიც წვდომადია https://id.ge -დან, ხელმოწერისას ყოველთვის იყენებს სააგენტოს მიერ მართულ დროის აღნიშვნის სერვისს

 

დროის აღნიშვნა მთელ დოკუმენტზე

გარდა დოკუმენტიზე კონკრეტული ხელმოწერის დასმის დროისა, PDF ფორმატი ასევე მხარს უჭერს სპეციალური სერვერიდან მიღებულ და კრიპტოგრაფიული მექანიზმებით დაცულ დროის აღნიშვნას მთელი დოკუმენტისათვის. მას ასევე სპეციალური ტიპის ციფრული ხელმოწერის სახე აქვს, თუმცა ხელმომწერია არა ადამიანი არამედ სერვერი. დროის ასეთ აღნიშვნას გააჩნია ორი მნიშვნელობა

  1. დოკუმენტის არსებობის დადასტურება მოცემულ დროს, იმ ფორმით რომელზეც დროის აღნიშვნა დაიტანეს
  2. დოკუმენტზე არსებული ციფრული ხელმოწერების სისწორის ვადის გახანგრძლივება მას შემდეგ, რაც ხელმომწერთა სერტიფიკატებს ვადა გაუვათ

პირველი მიზანი მიიღწევა იმის ხარჯზე რომ დროის აღნიშვნა ედება დოკუმენტს მთლიანობაში, ხელმოწერების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, თუკი ხელმოწერაში მითითებული დრო არასანდოა (მაგ. მიღებულია ლოკალური კომპიუტერიდან), დროის აღნიშვნა მაინც დაადასტურებს რომ ეს ხელმოწერები შესრულდა არაუგვიანეს კონკრეტული მომენტისა (ანუ იმ მომენტისა, რომელიც დროის აღნიშვნაშია მითითებული).

მეორე მიზნის მისაღწევად, დოკუმენტზე დროითი აღნიშვნის დასმის წინ ხდება თითოეული ხელმოწერის სისწორის შემოწმებისათვის აუცილებელი მონაცემების შეგროვება (მაგ. იმისი, მოქმედია თუ არა ხელმომწერის სერტიფიკატი). ეს ინფორმაცია იწერება თავად დოკუმენტში და შემდეგ მასზე იდება დროის აღნიშვნა. ამ მეთოდით შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის სიცოცხლის გახანგრძლივება პრაქტიკულად უსასრულოდ - მისთვის პერიოდულად ახალ-ახალი დროის აღნიშვნების დადებით. ამიტომაც ასეთ მეთოდს დროის არქივული აღნიშვნა ეწოდება.

Info
titleდამატებითი ინფორმაცია ხანგრძლივ შემოწმებაზე

ჩვენი საიტი ახლო მომავალში შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას დოკუმენტის ხანგრძლივი ვადით შენახვის თაობაზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ETSI TS 102 778 (PAdES) და მისი მე-4 ნაწილი, ETSI TS 102 778-4 (PAdES-LTV პროფილი). ამ დროისთვის ბოლო ვერსიის გადმოწერა შეიძლება მისამართიდან http://www.etsi.org/deliver/etsi_ts/102700_102799/10277804/01.01.02_60/ts_10277804v010102p.pdf

 

დოკუმენტის შემოწმება Adobe Reader-ის მეშვეობით

...

Info
titleძირითადი გამცემი ორგანოს (Root) სერტიფიკატის შემოწმება

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხომ არ არის ძირითადი სერტიფიკატი გაყალბებული. ამისათვის მარცხნივ აირჩიეთ GEO Root CA, ხოლო Details ჩანართზე, Certificate data-ში კი SHA1 digest. ინფორმაცია, რომელიც იქ გამოვა უნდა იყოს იგივე რაც სერტიფიკატების გვერდზეა მოცემული, სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდად

 

ხელმოწერის დროის შემოწმება

თუკი კონკრეტული ხელმოწერის დრო დადასტურებულია დროითი აღნიშვნით, Adobe Reader გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას ამ ხელმოწერის თვისებებში. კერძოდ, ინგლისურენოვან ვერსიაში წერია The signature includes an embedded timestamp

Image Added

იმისათვის რომ გადამოწმდეს, რა დროს მოხდა ხელმოწერა, ასევე - მოხდა თუ არა დროის აღნიშვნის დადება დროის სანდო წყაროთი, საჭიროა ხელმომწერის დასახელებაზე (რომელიც მუქი ფერითაა მონიშნული, Rev ..., Signed by ...), დააწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკით და აირჩიოთ ხელმოწერის თვისებების ჩვენება (Show Signature Properties). თუკი ხელმოწერა შეიცავს დროის აღნიშვნას, ის ამ ეკრანზე გამოჩნდება. აქვე გამოჩნდება ხელმოწერის შექმნის წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი, წამი და დროითი სარტყელი. ქვემოთ მითითებულ სურათზე ციფრული ხელმოწერა შესრულებულია 2013 წლის 24 ივნისს, 17:39:04-ზე, დროის სარტყელი UTC+4 მიხედვით (საქართველო სწორედ ამ დროით სარტყელშია).

Image Added

 

Advanced Properties ღილაკზე დაწკაპუნებით თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ დროითი აღნიშვნის დამატებითი თვისებები. კერძოდ ჰეშის ალგორითმი (Hash Algorithm) და ასევე დროის აღნიშვნის სერვერის სერტიფიკატის პარამეტრები. აღნიშნული პარამეტრების ეკრანი სრული ხელმომწერის სერტიფიკატის პარამეტრების ეკრანისა (იხ. ზემოთ).

Image Added

კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ სერტიფიკატი იყოს სწორი და არ იყოს გაუქმებული. აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეკრანიდან შეიტყობთ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროის აღნიშვნის სერტიფიკატების გამცემი ორგანო არის GEO Root CA - იგივე, რაც დგას ID ბარათზე გაცემული სერტიფიკატების იერარქიის დასაწყისში.რაც შეეხება შუალედურ გამცემ ორგანოს, ის შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ან საერთოდ ამოვარდეს (ანუ სერტიფიკატი უშუალოდ GEO Root CA-მ გასცეს). ასევე შეიძლება შეიცვალოს სერტიფიკატის დასახელება - ნაცვლად Time-stamp Signer 1-ისა (იხ. სურათი) აქ შეიძლება გამოჩნდეს სხვა ტექსტი - მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე. თუმცა ეს მოქმედებები არანაირ გავლენას არ იქონიებს თავად სერტიფიკატის შემოწმების წესზე.

დროის აღნიშვნა მთელ დოკუმენტზე

როგორც უკვე აღინიშნა, მთელ დოკუმენტზე მოთავსებულ დროის აღნიშვნას სპეციალური ტიპის ციფრული ხელმოწერის იერსახე აქვს. ის გამოირჩევა სპეციალური ნიშნით და ინგლისურენოვან ვარიანტში გააჩნია მინიშნება "Signature is a document timestamp signature"

Image Added

ხელმოწერის დროის ნახვა შესაძლებელია ხელმოწერაზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით და მენიუს პუნქტში "ხელმოწერის თვისებების ჩვენების" (Show Signature Properties) არჩევით. ხელმოწერის დროის აღნიშვნის მსგავსად, აქაც გამოჩნდება თარიღი, დრო და დროითი სარტყელი - როდის მოხდა დოკუმენტზე დროის აღნიშვნის შესრულება.

შემდგომი მოქმედებები

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზემოთ აღწერილი მოქმედებებით შეგვიძლია შევამოწმოთ ორი რამ:

...