კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დოკუმენტები
ID ბარათი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა დოკუმენტზე, რაც "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია ჩაითვალოს მატერიალურ დოკუმენტზე მისი პირადი ხელმოწერის თანაბარი ძალის მქონედ.
ამ ეტაპზე ელექტრონული დოკუმენტის ფორმატი არის PDF და მასზე შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება.
ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ, გადაამოწმოთ ელექტრონულ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერის სისწორე.
დოკუმენტის შემოწმება Adobe Reader-ის მეშვეობით
პირველ რიგში საჭიროა გადმოწეროთ Adobe Reader და მასში დააყენოთ ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატი. ამისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ინსტრუქციით.
თუკი იმოქმედებთ ინსტრუქციის შესაბამისად, ხელმოწერილი დოკუმენტის გახსნის შემდეგ Adobe Reader ავტომატურად შეეცდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შემოწმებას და წარმატების შემთხვევაში დოკუმენტის თავზე გამოიტანს შეტყობინებას Signed and all signatures are valid ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა:
სურ.1
ეს ნიშნავს რომ დოკუმენტზე განხორციელებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერები ტექნიკურად სწორია. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერები ნამდვილად შესაბამის პიროვნებებს ეკუთვნით და/ან ხელმოწერა ID ბარათითაა განხორციელებული. ამაში დასარწმუნებლად საჭიროა დამატებითი მოქმედებების ჩატარება (იხ. ქვემოთ)