Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

თუ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზების გამო გქონდათ გაუქმებული პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მათი განახლება. გაუქმებული სერტიფიკატების განახლების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (1).

Image RemovedImage Added

სურ. 1

პროგრამა გამოგიტანთ შეტყობინების ფანჯარას. [დიახ] (2) ღილაკზე დაჭერით დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.

Image RemovedImage Added

სურ. 2

სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი.

Image RemovedImage Added

სურ. 3

მოცემულ ვებ-გვერდზე შესაძლებელია მომსახურებვის ღირებულების დაფარვა. ამისათვის მიყევით ვებ-გვერდზე არსებულ ინსტრუქციას (სერტიფიკატის განახლების საფასურის გადახდის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ თავში 6).

თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (3) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (4).

Image RemovedImage Added

სურ. 4

დაიწყება სერტიფიკატების განახლების პროცესი.

Image RemovedImage Added

სურ. 5

დასასრულს გამოვა შეტყობინება სერტიფიკატების წარმატებით ჩაწერის შესახებ.

Image RemovedImage Added

სურ. 6

2.საფასურის გადახდის პროცედურა სერტიფიკატის განახლებისას

...

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი EPAY.GE (1). გადახდის გვერდზე განაცხადის ნომრის ველში დაგჭირდებათ მოცემული განაცხადის ნომერი (2). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (3).

Image RemovedImage Added

სურ. 7

გამოვა გადახდის გვერდი. გადადით ჩანართზე [სახელმწიფო სერვისები] (4)

Image RemovedImage Added

სურ. 8

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [სახელმწიფო სერვისები] (5)

Image RemovedImage Added

სურ. 9

აირჩიეთ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო] (6) 

Image RemovedImage Added

სურ. 10

გამოსულ გვერდზე

  • ველში [განაცხადის ნომერი](7) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (2) და დააჭირეთ ღილაკს [დავალიანების გაგება] (8);
  • გადამოწმების შემდეგ ავტომატურად შეივსება ველები [ინფორმაცია მომხმარებელზე], [დავალიანება] და [გადასახდელი თანხა].
  • ველში [გადამხდელის სახელი და გვარი] (9) შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი
  • ველში [გადამხდელის პირადი ნომერი] (10) ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი;
  • ველში [ბარათი] (11) შეარჩიეთ ბარათი, რომლითაც გეგმავთ თანხის გადახდას;
  • ველი [საკომისიო] ავტომატურად შეივსება;
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (12).

Image RemovedImage Added

სურ. 11

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

...

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი PAY.GE (1). გადახდის გვერდზე კოდის ველში დაგჭირდებათ კოდი (2), ხოლო განაცხადის ნომრის ველში განაცხადის ნომერი(3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).

Image RemovedImage Added

სურ. 12

გამოვა გადახდის გვერდი, სადაც

  • ველში [კოდი] (5) შეიყვანეთ კოდი (2);
  • ველში [განაცხადის ნომერი](6) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (3);
  • დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება](7).

Image RemovedImage Added

სურ. 13

შემოწმების შედეგად გამოვა გადახდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარე დავალიანება (ა). შეავსეთ ველები:

  • ველში [გადასახდელი თანხა] (8) ჩაწერეთ მიმდინარე დავალიანება;
  • ველში [გადახდის მეთოდი] (9) შეარჩიეთ გადახდის მეთოდი;
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (10).

Image RemovedImage Added

სურ. 14

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

Image RemovedImage Added

სურ. 15

3. გადახდა სხვა საშუალებებით

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა გვერდები. თუმცა გადახდის გვერდზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია: განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

Image RemovedImage Added

სურ. 16

გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით. ანგარიშწორებისას მიუთითეთ განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).