ID ბარათის გაცემის პროცესში მომხმარებელს ორი კონვერტი გადაეცემა. ერთ მათგანში საკუთრივ ID ბარათია მოთავსებული. როდესაც კონვერტში მოთავსებულია მეორეში კი სპეციალური, დალუქული კონვერტშიკონვერტი დევს. ამ შიდა კონვერტს თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი და აწერია. მას 3 მხრიდან ისრებით აქვს მითითებული გასახსნელი ზონა.
რა საჭიროა PIN კოდები?
...
ID ბარათი, როგორც ნებისმიერი ნივთი, შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს. ანდა შეიძლება უბრალოდ დაკარგოთ ქუჩაში ან ავტობუსში და ვინმემ იპოვოს ის. იმისათვის რომ ბოროტგანმზრახველმა არ შესძლოს მისი გამოყენება ელექტრონული სახით და თქვენი ინფორმაციის ნახვა ანდა თქვენს ნაცვლად ციფრული ხელმოწერა, ID ბარათთან ერთად ჩვენ გაწვდით PIN კოდებს, რომლების გამოყებაც გამოყენებაც დაგჭირდებათ როგორც იდენტიფიკაციის, ისე ციფრული ხელმოწერის დროს.
...
სანამ ID ბარათი თქვენს ხელში მოხვდებოდეს, ის დიდ გზას გადის. ბარათი მზადდება სპეციალურ, მკაცრად კონტროლირებად სივრცეში – საბეჭდ ცენტრში. საბეჭდი ცენტრიდან გამოსული ბარათი ტრანსპორტირდება ოფისში სადაც თქვენ ბარათის მიღება გადაწყვიტეთ და . ბოლოს კი გადმოგეცემათ თქვენ. თუკი ჩვენ გადმოგცემდით PIN კოდებს ღია სახით, გამოვიდოდა რომ ყველა ეტაპზე ჩვენს რომელიღაც თანამშრომელს საშუალება ექნებოდა ენახა თქვენი PIN კოდები. მაშასადამე თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული გახდებოდა ყველა ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე,
...
გაითვალისწინეთ რომ კონვერტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეთ მხოლოდ თქვენ და არავინ სხვამ. გახსნის შემდეგაც კონვერტის ფიზიკური უსაფრთხოება უსაფრთხოება გახსნის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია.
Warning | ||
---|---|---|
| ||
ეცადეთ არ შეინახოთPIN შეინახოთ PIN კოდების კონვერტს კონვერტი სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ ეს არ გამოგდით, ეცადეთ ის მაინც სცადეთ რომ არ შეინახოთ თქვენი ID ბარათი და კონვერტი ერთად. მაგალითად, ბარათი მუდმივად ატარეთ საფულით, კონვერტი კი შეინახეთ სახლში |
...
PIN კოდების კონვერტში, როგორც სახელიდან ჩანს, წერია თქვენი ბარათის PIN კოდები. მათი რაოდენობა სამია:
- PIN1 - პიროვნების აუთენტიფიკაციის ავთენტიფიკაციის კოდი. გამოიყენება ონლაინ სივრცეში პიროვნების იდენტიფიკაციისათვის
- PIN2 - ციფრული ხელმოწერის PIN კოდის აქტივაციის კოდი
- PUK - განბლოკვის კოდი
კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია პროგრამით eID Card ToolGeorgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე
რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?
სამწუხაროდ, .არჩევანი არც ისე ბევრია. თუკი თქვენ გააქტიურებული არ გაქვთ ციფრული ხელმოწერის კოდი, მოგიწევთ წინასწარ შეეგუოთ იმ აზრს რომ თქვენი ID ბარათით ციფრულ ხელმოწერას ვეღარასოდეს გააკეთებთ – ამისათვის მოგიწევთ ახალი ბარათის აღება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება იმისათვის რომ ახალი კონვერტი მოგცეთ. ამ საშუალებაზე ისევ თქვენივე უსაფრთხოების მიზნით ითქვა უარი.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
თუკი კონვერტის ადგილსამყოფელი არ იცით, თქვენ მოგიწევთ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს ID ბარათს რათა ორივე ერთად (ბარათიც და კონვერტიც) ავისმზრახველის ხელში არ აღმოჩნდეს, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბარათის ადგილსამყოფელი და მისი დაკარგვისთანავე განაცხადოთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც ასევე თქვენს კონვერტზეა მითითებული (ცხელი ხაზის ნომერია (+995) 32 240 10 10).
Info | ||
---|---|---|
| ||
იმოწმედოთ ძალ |
გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...
ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო საერთოდ არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?
...