თუ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზების გამო გქონდათ გაუქმებული პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამიდან შესაძლებელია მათი განახლება. ამისათვის ბარათის წამკითხველში განთავსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [ბარათის მართვა] (1),
სურ. 1
გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (2)
სურ. 2
და მიყევით შემდეგ პროცედურას:
დააჭირეთ ღილაკს [სერტიფიკატის განახლება] (3)
სურ. 3
როგრამა გამოგიტანთ შეტყობინების ფანჯარას. [დიახ] (4) ღილაკზე დაჭერით დაადასტურებთ რომ ნამდვილად გსურთ სერტიფიკატის განახლება.
სურ.4
სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური არ გადაგიხდიათ გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. იხ. გადახდის ინსტრუქცია.
სურ. 5
თანხის გადახდის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი ვებ-გვერდი. გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (5) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).
სურ. 6