Skip to end of metadata
Go to start of metadata

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის  აპლიკაცია

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის ჩამოტვირთვის მიზნით გახსენით ვებ-გვერდი https://id.ge/ (1) და აირჩიეთ ბანერი: [გადმოიწერეთ ბარათის უნივერსალური პროგრამა](2) (სურ. 1).

 

სურ. 1

ლიცენზიის პირობები

აპლიკაციაზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება ინფორმაცია პროგრამის ლიცენზიის შესახებ(ა). პროგრამის ჩამოტვირთვამდე თქვენ უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ ლიცენზიის პირობებს, ამისათვის მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა: [გავეცანი და ვეთანხმები ლიცენზიის პირობებს](1) და დააჭირეთ ლიცენზიის რეკომენდებულ ვერსიას (2). (სურ. 2)

სურ. 2

იმ შემთხვევაში, თუ არ მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა [გავეცანი და ვეთანხმები ლიცენზიის პირობებს] (1) და ისე დააჭერთ ლიცენზიის ბმულს, მაშინ სისტემა გამოგიტანთ შეტყობინების ფანჯარას ტექსტით ,,თქვენ უნდა დაეთანხმოთ ლიცენზიას!“(სურ. 3).

სურ. 3

შეტყობინების ფანჯრის [OK] (ბ) ღილაკზე დაჭერით, დაიხურება ფანჯარა.

საინსტალაციო ვერსიის განსაზღვრა

ამ ველში თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებული პროგრამის საინსატალაციო ვერსია თავად მოინიშნება და გამოვა მითითება [რეკომენდებულია თქვენთვის] (ა), (ბ). (სურ. 4) (სურ. 5).

სურ. 4

სურ. 5

პროგრამის ჩამოსატვირთად დააჭირეთ თქვენი სისტემისთვის რეკომენდირებულ პროგრამის საინსატალაციო ვერსიას (ა) ან (ბ).

პროგრამის ჩამოტვირთვის დეტალური ინსტრუქცია ბრაუზერების მიხედვით იხ. თავი 5.

პროგრამის ჩამოტვირთვის ინსტრუქცია Mac Os სისტემისთვის იხ. გვერდზე.

  • No labels