Skip to end of metadata
Go to start of metadata

ამ პარაგრაფში მოცემული მოქმედებებით შეგიძლიათ:

  1. დარწმუნდეთ, რომ დოკუმენტზე ნამდვილად ID ბარათით მოაწერეს ხელი;
  2. გაიგოთ ხელმომწერის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

ხელმომწერების გადამოწმების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Signature Panel] (1) ან ხელმოწერების ღილაკს მარცხენა მხარეს. ორივე შემთხვევაში გაიხსნება დოკუმენტზე ხელმომწერების სიის ჩანართი, რომელზეც უკვე დაინახავთ დოკუმენტზე ხელმომწერების სახელებსა და გვარებს (2)

სურ. 1

 

რასაკვირველია, არსებობს იმის რისკი რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ხელმოწერა ნამდვილად ID ბარათითაა შესრულებული და ხელმომწერიც ის პიროვნებაა, რომელიც საჭიროა, ჩამოშალეთ ხელმომწერის სახელის (1) გასწვრივ, შემდეგ ჩამოშალეთ Signature Details (2). შემდეგ კი დააჭირეთ Certificate Details...

სურ. 2

 

ამის შემდეგ გამოჩნდება Certificate Viewer ფანჯარა. მარცხენა მხარე იერარქია უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც სურათზეა: GEO Signing CA G2 (1) -> ხელმომწერის სახელი და გვარი (2). ხელმომწერი პირის სახელის და გვარის მონიშვნის შემდეგ გააქტიურეთ ჩანართი Details (3) და შემდეგ Certificate Data ჩამონათვალში აირჩიეთ Subject (4) ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა ნაჩვენები. serialNumber-ის (5) გასწვრივ გამოჩნდება ხელმომწერის პირადი ნომერი.

სურ. 3

ხელმოწერილ დოკუმენტზე მიბმული ფაილების სანახავად გახსენით ჩანართი [Attachments] (6)

სურ. 4

ამგვარად, ამ მოქმედებებით თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ID ბარათითაა შესრულებული და გაიგოთ ხელმომწერის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპი

კვალიფიციური ელექტრონული შტამპით განხორციელებული ხელმოწერის შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენებით შეძლებთ დაადგინოთ ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ძირითადი გამცემი ორგანოს (Root) სერტიფიკატის შემოწმება

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხომ არ არის ძირითადი სერტიფიკატი გაყალბებული. ამისათვის მარცხნივ აირჩიეთ GEO Root CA, ხოლო Details ჩანართზე, Certificate data-ში კი SHA1 digest. ინფორმაცია, რომელიც იქ გამოვა უნდა იყოს იგივე რაც სერტიფიკატების გვერდზეა მოცემული, სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდად

  • No labels