Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 44 Next »

წამკითხველი მოწყობილობები

ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობები (Smart Card Reader) გამოიყენება საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად, მათ შორის:

  • კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
  • ავთენტიფიკაცია
  • სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებზე წვდომა

ყურადღება!

PIN კოდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია ისეთი წამკითხველების გამოყენება მომსახურების ოფისებში, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ციფერბლატი (PIN Pad) და ითხოვენ PIN კოდის შეყვანას კომპიუტერის კლავიატურაზე.

თუკი თქვენ შემოგთავაზეს კლიენტის მომსახურების ოფისში PIN კოდის კლავიატურაზე აკრეფა, დაბეჯითებით გირჩევთ უარი თქვათ ამ მოთხოვნაზე

რეკომენდირებული წამკითხველები 

ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე და არ დაგჭირდეთ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.

თუკი თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს (კომპიუტერულ მაღაზიას), რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში

რეკომენდირებული წამკითხველების სია:

სურათიმოდელიმომწოდებელიდამატებითი ინფორმაცია
miniLector EVOBit4idდრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე:
https://support.bit4id.com/#!/it/drivers/product/miniLector_EVO

APG8201 B2

ACS

დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე:

 https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/

ACR40U-A1

ACS  

ACR39U

ACS  
 MNIKEY 3821  USB PinpadHID Global

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე:

https://www.hidglobal.com/products/3821?queryID=fd775f190c5dea33bd8353a6baafb701&objectID=entity:node/550:en

SPR332SCM Microsystems

დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე:

https://www.hirschsecure.com/products/identity-smart-card-readers/smart-card-readers-writers/contact-smart-card-readers-writers/spr332v2/support

 SCR3310  v2.0IDENTIV  

 

 

წამკითხველისა და დრაივერების ინსტალაცია

იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის/შტამპის ელექტრონული ფუნქციები, PC/SC სტანდარტის USB ბარათის წამკითხველი (USB Card Reader) დაუკავშირეთ  კომპიუტერ.

ბარათის წამკითხველის გამოყენებით ხელმისაწვდომია, როგორც ID ბარათის/შტამპის შიგთავსის წაკითხვა, ასევე სხვადასხვა ონლაინ–სერვისები.

უმეტეს შემთხვევაში Windows ავტომატურად ცნობს წამკითხველ მოწყობილობას. 

შეამოწმე Device Manager → Smart card readers თუ არის ყვითელი ნიშანი - დრაივერი არ არის დაყენებული

თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება და ინსტალაცია.

ასეთ შემთხვევაში: დააყენე დრაივერი, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან

ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე

 

ბარათის წამკითხველი

წინამდებარე გვერდის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს სრული ინფორმაცია იმ ტექნიკური და პროგრამული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID ბარათის) ელექტრონული ფუნქციების სრულად გამოსაყენებლად.

ბარათის წამკითხველის საშუალებით გექნებათ წვდომა, როგორც ID ბარათის შიგთავსის წაკითხვის პროცესზე, ასევე იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ID ბარათის მეშვეობით და რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება.

პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა - შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდირებული წამკითხველების სია.

სად შევიძინოთ?

ID ბარათთან თავსებადი წამკითხველები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. საბაზისო მოდელის წამკითხველები იყიდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.

 


 












 

  • No labels