Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 5 Next »

ინსტალაციის მიზანი

საქართველოში დანერგილი ციფრული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეს შეეძლოს ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება მესამე მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით

 

Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/

ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია

გაუშვით პროგრამა Adobe Reader

მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Protection და შემდეგ Manage Trusted Identities. ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა

 

დააჭირეთ Add Contacts

 

გამოვა შემდეგი ფანჯარა

 

დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატი რომელიც გადმოიწერეთ ამ ვებ-გვერდიდან

სიაში Contacts მონიშნეთ GEO Root CA

სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Root CA

 

დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას  Import Contact Settings გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:

 

სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.

 

ყურადღებით გადაამოწმეთ SHA1 ანაბეჭდი. ის უნდა ემთხვეოდეს ანაბეჭდს მოცემულს სერტიფიკატის გადმოწერის გვერდზე

ყურადღება!

გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდი რომ თავიდან აიცილოთ გაყალბებული სერტიფიკატის იმპორტი სისტემაში

Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok

ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.

ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import

მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.

 

სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში

 

  • No labels