Skip to end of metadata
Go to start of metadata

ინსტალაციის მიზანი

საქართველოში დანერგილი ციფრული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.

ინსტრუქციაში მოცემული ინსტალაციის პროცესი ერთჯერადია. მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ერთხელ ჩაატარებთ ამ ქმედებას, თქვენ შეგეძლებათ შეამოწმოთ ნებისმიერი რაოდენობის დოკუმენტი

Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/

გადაამოწმეთ ვერსია

ციფრულიად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდებულია Adobe Reader-ის ვერსია, არანაკლებ 10-სა (Adobe Reader X). საზოგადოდ კი რეკომენდებულია რომ კომპიუტერზე ამ პროგრამის ყველაზე ახალი ვერსია გქონდეთ.

თუ შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია რომ ჩართული გქონდეთ Adobe Reader-ის ავტომატური განახლების ფუნქცია.

ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია

სანამ ინსტალაციას შეუდგებოდეთ

ინსტალაციის დაწყებისთვის პირველ რიგში საჭიროა, გადმოწეროთ ძირითადი სერტიფიკატი ჩვენი ვებ-გვერდიდან. სწორედ ეს სერტიფიკატი უნდა დაუმატოთ Adobe Reader-ს იმისათვის, რომ მან შესძლოს ID ბარათით ხელმოწერილი დოკუმენტებზე ხელმოწერის სისწორის ავტომატური შემოწმება

ინსტალაცია

გაუშვით პროგრამა Adobe Reader და მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Preferences 

შემდეგ აირჩიეთ Signatures და identities & Trusted Certificates -ის გასწვრივ დააჭირეთ More... ღილაკს

More ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Trusted Certificates 

Trusted Certificates-ზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფნაჯარაში დააჭირეთ import ჩანართს 

 

 

Import ჩანართში დაჭერის შემდეგ გამოვა შემდეგი ფანჯარა:

 

დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატის ფაილი, რომელიც ინსტრუქციის დასაწყისში გადმოიწერეთ

სიაში Contacts მონიშნეთ GEO Root CA

სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Root CA

 

დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას  Import Contact Settings

გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:

 

სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.

 

ყურადღებით გადაამოწმეთ SHA1 ანაბეჭდი. ის უნდა ემთხვეოდეს ანაბეჭდს მოცემულს სერტიფიკატის გადმოწერის გვერდზე

ყურადღება!

გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდი რომ თავიდან აიცილოთ გაყალბებული სერტიფიკატის იმპორტი სისტემაში

Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok

ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.

ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import

მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.

 

სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში

 

Labels
  • None