ინსტალაციის მიზანი
საქართველოში დანერგილი ციფრული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.
Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/
ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია
გაუშვით პროგრამა Adobe Reader
მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Protection და შემდეგ Manage Trusted Identities. ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა
დააჭირეთ Add Contacts
გამოვა შემდეგი ფანჯარა
დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატი რომელიც გადმოიწერეთ ამ ვებ-გვერდიდან
სიაში Contacts მონიშნეთ GEO Root CA
სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Root CA
დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას Import Contact Settings გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:
სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.
ყურადღებით გადაამოწმეთ SHA1 ანაბეჭდი. ის უნდა ემთხვეოდეს ანაბეჭდს მოცემულს სერტიფიკატის გადმოწერის გვერდზე
Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok
ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.
ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import
მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.
სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში