Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 8 Next »

ინსტალაციის მიზანი

საქართველოში დანერგილი ციფრული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.

Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/

გადაამოწმეთ ვერსია

ციფრულიად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდირებულია Adobe Reader-ის ვერსია, არანაკლებ 10-სა (Adobe Reader X). საზოგადოდ კი რეკომენდირებულია რომ კომპიუტერზე ამ პროგრამის ყველაზე ახალი ვერსია გქონდეთ.

თუ შესაძლებელია, ასევე რეკომენდირებულია რომ ჩართული გქონდეთ Adobe Reader-ის ავტომატური განახლების ფუნქცია.

ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია

სანამ ინსტალაციას შეუდგებოდეთ

ინსტალაციის დაწყებისთვის პირველ რიგში საჭიროა, გადმოწეროთ ძირითადი სერტიფიკატი ჩვენი ვებ-გვერდიდან. სწორედ ეს სერტიფიკატი უნდა დაუმატოთ Adobe Reader-ს იმისათვის, რომ მან შესძლოს ID ბარათით ხელმოწერილი დოკუმენტებზე ხელმოწერის სისწორის ავტომატური შემოწმება

 

ეს პროცესი ერთჯერადია კონკრეტული კომპიუტერისთვის. მას შემდეგ, რაც ინსტალაცია წარმატებით ჩაივლის, ამ კომპიუტერზე იგივე ქმედების ჩატარება აღარ მოგიწევთ და შეგიძლიათ პირდაპირ დაათვალიეროთ ხელმოწერილი ფაილები

ინსტალაცია

გაუშვით პროგრამა Adobe Reader და მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Protection

შემდეგ აირჩიეთ Manage Trusted Identities. ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა

 

დააჭირეთ Add Contacts, რის შემდეგაც გამოვა შემდეგი ფანჯარა:

 

დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატის ფაილი, რომელიც ინსტრუქციის დასაწყისში გადმოიწერეთ

სიაში Contacts მონიშნეთ GEO Root CA

სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Root CA

 

დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას  Import Contact Settings

გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:

 

სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.

 

ყურადღებით გადაამოწმეთ SHA1 ანაბეჭდი. ის უნდა ემთხვეოდეს ანაბეჭდს მოცემულს სერტიფიკატის გადმოწერის გვერდზე

ყურადღება!

გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდი რომ თავიდან აიცილოთ გაყალბებული სერტიფიკატის იმპორტი სისტემაში

Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok

ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.

ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import

მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.

 

სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში

 

  • No labels