PSDA Cert Installer პროგრამის ინსტალაციის მიზნით გახსენით ვებ-გვერდი https://id.ge/ (1) გადადით ჩანართში ჩამოტვირთვა (2) ბანერში დამხმარე ხელსაწყოები (ა) დააჭირეთ ღილაკს: [გადმოიწერე PSDA Cert Installer] (3)
სურ. 1
ჩამოიტვირთება საინსტალაციო ფაილი PSDACerts_Installer.exe, რომლის საშუალებით, გაუშვებთ პროგრამას ინსტალაციაზე. ინსტალაციის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს [Install] (1)
სურ. 2
გაეშვება დაინსტალირების პროცესის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [Finish] (2).
სურ. 3
სანდო მომსახურებისთვის საჭირო სერტიფიკატები დაყენებულია.
3. სერტიფიკატების გადამოწმება
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ყველა საჭირო სერტიფიკატები დაყენებულია, გახსენით პროგრამა Adobe Reader და დააჭირეთ Menu (1), შემდეგ აირჩიეთ Preferences (2)
სურ. 4
გაიხსნება ფანჯარა Preferences (ა), შემდეგ აირჩიეთ Signatures (3) და საიდენტიფიკაციო და სანდო სერტიფიკატების ბლოკში (identities & Trusted Certificates)(ბ) დააჭირეთ ღილაკს [More...] (4)
სურ. 6
გამოვა სერტიფიკატების მართვის ფანჯარა (ა), სადაც გახსნით სანდო სერტიფიკატების სხრილს (5), ყველა სერტიფიკატის ერთდ ნახვის გასამარტივებლად შეგიძლიათ ცხრილი სორტირება სერტიფიკატის გამცემის (Certificate Issuer) (6) მიხედვით. GEO დასახელებით ნახავთ ყველა სერტიფიკატს ერთდ (ბ).
სურ. 7
დოკუმენტზე ხელმოწერისთვის და შტამპის განთავსების საჭიროა შემდეგი სერტიფიკატი: სერტიფიკატის გამცემი ძირითადი ორგანოს სერტიფიკატი: სერტიფიკატები კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისთვის სერტიფიკატები კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის სერტიფიკატი დროის კვალიფიციური აღნიშვნისათვის სწორედ ეს სერტიფიკატი უნდა დაუმატოთ Adobe Reader-ს იმისათვის, რომ მან შესძლოს ხელმოწერილი დოკუმენტებზე ხელმოწერის სისწორის ავტომატური შემოწმება. ხელით დამატების ინსტრუქცია იხილეთ გვერდზე: სერტიფიკატების ინსტალაცია Adobe Reader-ში |