სანდო მომსახურება

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფარგლებში მოქმედი სანდო მომსახურების მიმწოდებელი ეწევა სერტიფიკატის გაცემის და სხვა მომსახურებებს.

ზოგადი დანიშნულების ღია გასაღების ინფრასტრუქტურა

ზოგადი დანიშნულების სანდო მომსახურების მიწოდება ხდება შემდეგი მიზნით:

  1. დროის აღნიშვნის მომსახურების მიწოდება
  2. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატების გაცემა
  3. ციფრული შტამპის სერტიფიკატების გაცემა
  4. ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გაცემა
  5. ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატების გაცემა
დაწვრილებით »

ღია გასაღების ინფრასტრუქტურა სამგზავრო დოკუმენტებისათვის

საგენტოში მოქმედი სანდო მომსახურების მიმწოდებელი ასევე ემსახურება ელექტრონული საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების, კერძოდ Doc 9303 შესაბამისად.

დაწვრილებით »

სუბიექტების სერტიფიკატების სანახი

ყველა ის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გარე სუბიექტებზე (მაგ. ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე) და ექვემდებარება გამოქვეყნებას შესაბამისი წესებისა და პირობების დაცვით (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატები, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატები და სხვა) ხელმისაწვდომია საჯაროდ.

დაწვრილებით »