სუბიექტების სერტიფიკატების მიღება შესაძლებელია LDAPv3 პროტოკოლის მეშვეობით, ldap.id.ge მისამართზე განთავსებული დირექტორიის მომსახურების მეშვეობით. მომსახურება ავთენტიფიკაციას არ საჭიროებს.
სანახი შემდეგ ინფორმაციას:
სანახში ქვეყნდება მხოლოდ ის სერტიფიკატები, რომელთა გამოქვეყნების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიღებული აქვს თანხმობა, შესაბამისი პოლიტიკით ან/და შინაგანაწესით განსაზღვრული წესით. სუბიექტებს უფლება აქვთ, უკან გაიხმონ საკუთარი თანხმობა.
ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი წაიშლება ldap.id.ge დირექტორიიდან, თუ მისი მოქმედება შეჩერდება, გაუქმდება ან ვადა გაუვა.
დირექტორიაზე წვდომა შესაძლებელია იმ პროგრამებიდან, რომელსაც აქვს LDAP სერვერის მხარდაჭერა.
დირექტორიის LDAPv3 გამოყენებით. მომსახურებაზე წვდომა შეუზღუდავია, მონაცემთა გაცვლა ხდება SSL/TLS პროტოკოლით და არ საჭიროებს SSL/TLS კლიენტის ავთენტიფიკაციას.
ქვემოთ მოცემულია დირექტორიის სტრუქტურის დეტალური აღწერა, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია მონაცემების მოსაძებნად.
ძებნის განხორციელება
დირექტორიაში სასურველი სერტიფიკატის მოსაძებნად საჭიროა ზუსტად იცოდეთ cn ან uid ველის მნიშვნელობა და მიუთითოთ იგი LDAP მოთხოვნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძებნას წარუმატებლად დასრულდება.
დირექტორიის სტრუქტურა (ფიზიკური პირის სერტიფიკატებისთვის)
დირექტორიის სტრუქტურა (ორგანიზაციის სერტიფიკატებისთვის)