წამკითხველების სერტიფიცირება
ID ბარათის პროგრამული უზრუნველყოფა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მანამ, სანამ ასეთ მოწყობილობას შეიძენდეთ, გადაამოწმეთ ამავე გვერდზე – თავსებადია თუ არა თქვენი წამკითხველი ID ბარათთან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ID ბარათის განვითარების ჯგუფის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ რათა მოთხოვნები მაქსიმალურად შემსუბუქდეს და რაც შეიძლება ბევრმა წამკითხველმა შესძლოს მუშაობა ID ბარათებთან.
გარდა ამისა, წამკითხველი შეიძლება იყოს სერტიფიცირებული პირადი ან კლიენტების მომსახურების წერტილებში გამოყენებისათვის.საკუთარ კომპიუტერზე მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სერტიფიცირებული წამკითხველი.
თუმცა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით პირადი გამოყენებისთვისაც უმჯობესია ისეთი წამკითხველი შეიძინოთ, რომელიც კლიენტების მომსახურების წერტილებისთვისაა სერტიფიცირებული. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ასეთი წამკითხველების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა
...
| title | ყურადღება! |
|---|
...
სერტიფიცირებული წამკითხველები
სერტიფიცირებული წამკითხველების სია მუდმივად განახლებადია. თუკი თქვენ წარმოადგენთ კომპიუტერულ მაღაზიას, რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში
...
ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობა (Smart Card Reader) საჭიროა საქართველოს პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის (ორგანიზაციის ციფრული ბეჭედის) ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად
| Info | ||
|---|---|---|
| ||
ID ბარათთან/შტამპთან თავსებადი წამკითხველები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. საბაზისო მოდელის წამკითხველები იყიდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში. |
ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი ბარათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
თუ სერვისის მისაღებად გჭირდებათ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება, უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.
რეკომენდირებული წამკითხველების სია:
| სურათი | მოდელი | მომწოდებელი | დამატებითი ინფორმაცია | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| miniLector EVO | Bit4id | სრული | – | – | შეგიძლიათ შეიძინოთ იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში | |||
| SPR332 | SCM Microsystems | სრული | დასაშვებია | – | ||||
| SDI10 | SCM Microsystems | სრული | – | – | ||||
| OMNIKEY 5321 USB | HID | სრული | – | + | ||||
| OMNIKEY 3021 USB | HID Global | ნაწილობრივი | – | – | ||||
| OMNIKEY 3821 USB Pinpad | HID Global | ნაწილობრივი | დასაშვებია | – | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://support.bit4id.com/#!/it/drivers/product/miniLector_EVO | |||
![]() | APG8201 B2 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/ | |||||
![]() | ACR40U-A1 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/592/acr40u-premium-contact-smart-card-reader/ | |||||
![]() | ACR39U | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/302/acr39u-smart-card-reader/ | |||||
| SPR332 | IDENTIV | დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე: | ||||||
| | SCR3310 v2.0 | IDENTIV | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: |
| Info | ||
|---|---|---|
| ||
რეკომენდირებული წამკითხველებზე ვრცელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი წამკითხველის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს CCID სტანდარტებს და თავსებადია ID ბარათის / შტამპის მართვის პროგრამებთან. |
წამკითხველის დრაივერების ინსტალაცია
უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ოპერაციული სისტემაში (Windows 10/11, Linux, macOS) წამკითხველები ავტომატურად ამოიცნობა და OS-ის სტანდარტული CCID დრაივერი დაყენებულია.
თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება ოფიციალური მწარმოებლის გვერდზე და ინსტალაცია.
ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.


