ინსტალაციის მიზანი
საქართველოში დანერგილი ციფრული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეს შეეძლოს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით
. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.
Info |
---|
ინსტრუქციაში მოცემული ინსტალაციის პროცესი ერთჯერადია. მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ერთხელ ჩაატარებთ ამ ქმედებას, თქვენ შეგეძლებათ შეამოწმოთ ნებისმიერი რაოდენობის დოკუმენტი |
Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/
...
Warning | ||
---|---|---|
| ||
ციფრულიად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდებულია Adobe Reader-ის ვერსია, არანაკლებ 10-სა (Adobe Reader X). საზოგადოდ კი რეკომენდებულია რომ კომპიუტერზე ამ პროგრამის ყველაზე ახალი ვერსია გქონდეთ. თუ შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია რომ ჩართული გქონდეთ Adobe Reader-ის ავტომატური განახლების ფუნქცია. |
სერტიფიკატების ინსტალაცია
სანამ ინსტალაციას შეუდგებოდეთ
ინსტალაციის დაწყებისთვის პირველ რიგში საჭიროა, ჩვენი ვებ-გვერდიდან გადაწეროთ ის სერტიფიკატები რომლებიც გამოიყენება დოკუმენტზე ხელმოწერის და შტამპის პროცესში. სწორედ ეს სერტიფიკატი უნდა დაუმატოთ Adobe Reader-ს იმისათვის, რომ მან შესძლოს ხელმოწერილი დოკუმენტებზე ხელმოწერის სისწორის ავტომატური შემოწმება
- GEO Signing CA სერტიფიკატი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე
- GEO ESeal CA - სერტიფიკატი კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის
- SDA TimeStamping CA - სერტიფიკატი დროის კვალიფიციური აღნიშვნისათვის
სერტიფიკატების გამოქვეყნების ოფიციალური მისამართია https://id.ge/tsp/generalpki სადაც შეგიძლიათ გადმოიწეროთ არამარტო ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, არამედ ნახოთ მათი საკონტროლო ჯამები და ასევე ღია გასაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
Warning | ||
---|---|---|
იმპორტამდე გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ თითოეული სერტიფიკატის SHA-256 ანაბეჭდი რომ თავიდან აიცილოთ გაყალბებული სერტიფიკატის იმპორტი სისტემაში. მაგალითად, Windows ოპერაციულ სისტემაში ამის გაკეთება შეგიძლიათ ბრძანებათა სტრიქონში, certutil ხელსაწყოთი
მიაქციეთ ყურადღება ჰეშს. ის უნდა ემთხვეოდეს https://id.ge/tsp/generalpki მისამართზე გამოქვეყნებულს. |
ინსტალაცია
გაუშვით პროგრამა Adobe Reader და მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Protection და შემდეგ Manage Trusted Identities. ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა
დააჭირეთ Add Contacts
გამოვა შემდეგი ფანჯარაPreferences
შემდეგ აირჩიეთ Signatures და identities & Trusted Certificates -ის გასწვრივ დააჭირეთ More... ღილაკს
More ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Trusted Certificates
Trusted Certificates-ზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფნაჯარაში დააჭირეთ import ჩანართს
Import ჩანართში დაჭერის შემდეგ გამოვა შემდეგი ფანჯარა:
დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატი სერტიფიკატის ფაილი, რომელიც ინსტრუქციის დასაწყისში გადმოიწერეთ ამ ვებ-გვერდიდან. ამ მაგალითში ნაჩვენებია GEO Signing CA. იგივე უნდა გააკეთოთ შემდეგ ორ სერტიფიკატზეც.
სიაში Contacts მონიშნეთ GEO Root Signing CA
სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Root Signing CA
დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას Import Contact Settings
გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:
სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.
ყურადღებით გადაამოწმეთ SHA1 ანაბეჭდი. ის უნდა ემთხვეოდეს ანაბეჭდს მოცემულს სერტიფიკატის გადმოწერის გვერდზე
თუკი ყველაფერი რიგზეა, დახურეთ ეს ფანჯარა და დააჭირეთ ღილაკს Trust. გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები
დააჭირეთ Ok. ფანჯარა ავტომატურად დაიხურება
წინა ფანჯარაში Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok
ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.
ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import
მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.
...
სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: სერტიფიკატების ინსტალაცია Adobe Reader–ში
HTML | ||
---|---|---|
| ||
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/HHl9USo16vQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe> |