Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

ID ბარათზე მოქალაქის მიმიდინარე სტატუსის დატანა ხდება უკონტაქტო, MIFARE ზონაში შესაბამისი ინფორმაციული სტრუქტურის მოთავსების გზით. მოქალაქის მიმდინარე სტატუსის ელექტრონულად განსაზღვრას არსებითი უპირატესობები გააჩნია. მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიკაცია, მიეკუთვნება თუ არა მოქალაქე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს: არის თუ არა სტუდენტი, დევნილი, პენსიონერი, ომის ვეტერანი და სხვა. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სისტემაში დააინტეგრიროს მოქალაქის სტატუსის წაკითხვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები. 

სტუდენტური ბარათი

მოქალაქის სტატუსის ერთ–ერთი პრაქტიკული მაგალითია სტუდენტური ბარათი რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ID ბარათს, ზედ დატანილი დამატებითი ინფორმაციით.მაგალითად, თუკი მოქალაქე არის სტუდენტიასტუდენტი, მან შეიძლება მიიღოს ფასდაკლება კინოთეატრში, ბიბლიოთეკაში, ისარგებლოს სტუდენტური ტარიფებით მობილურ ტელეფონზე და ა.შ.

Warning
titleსანამ ინტეგრაციას შეუდგებოდეთ
სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ტექნიკური ინტეგრაცია არ კმარა. ასევე საჭიროა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, რათა მიიღოთ დასტური აღნიშნული ფასდაკლების განხორციელებაზე. შემოსავლების სამსახური მიგითითებთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი პროდუქტებისათვის განახორციელოთ სტუდენტური ფასდაკლება და კერძოდ რა გზით უნდა მოახდინოთ პიროვნების სტატუსის გადამოწმება – ბარათიდან ინფორმაციის ამოკითხვით თუ შესაბამისი ვებ–სერვისის გამოძახებით.

...

  1. სოციალური სტატუსის იდენტიფიკატორი – სპეციალური იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება მოქალაქის უნიკალური იდენტიფიცირებისათვის როდესაც ის მიიღებს ფასდაკლებას სხვადასხვა ობიექტებში, ფასდაკლების მიღების დროს სხვადასხვა ობიეტებში
  2. სოციალური სტატუსები: მაქსიმუმ 5 ჩანაწერი მიმდინარე რეალიზაციაში, თითოეული ჩანაწერი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    1. სტატუსის ტიპი
    2. სტატუსის მოქმედების ვადა

...

Warning
titleინფორმაცია, რომელიც უნდა შეინახოთ

ფასდაკლების განხორციელებისას თქვენს სისტემაში აუცილებლად უნდა შეინახოთ იმ პიროვნების სოციალური იდენტიფიკატორი, რომლისთვისაც განახორციელეთ ფასდაკლება, რათა შემდეგში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოთ ეს ინფორმაცია შედარების მიზნით. დაწვრილებით სოციალური იდენტიფიკატორის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტიდან (იხ. ქვემოთ).

 

ონლაინ გადამოწმება ვებ–სერვისის საშუალებით

...

  1. საჭიროა ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა
  2. ქსელური კავშირის გაწყვეტა გამოიწვევს ოპერაციების ჩავარდნას

წვდომა სერვისზე

სერვისი გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე: https://submission.e-government.ge/submission

სერვისის დასახელებაა CRA_GetPersonSocialStatusByPnByRequestBody

Info
titleროგორ დავუკავშირდეთ სერვისს?

მომხმარებლებისათვის სერვისის მიწოდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საშუალებით ხდება. ინტეგრაციისათვის დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: integration@dea.gov.ge

სოციალური სტატუსის კითხვა ID ბარათიდან

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქალაქის სოციალური სტატუსი პირდაპირ დატანილია MIFARE Classic 1k ემულატორის ზონაში. თუკი თქვენ გაქვთ ბარათის უკონტაქტო წამკითხველი რომელსაც შეუძლია MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობა, მისი საშუალებით თქვენ შესძლებთ შესაბამისი ზონის წაკითხვას. ამ მიდგომას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:

...

Warning
titleსაჭიროა ვიზუალური კონტროლი

სოციალური სტატუსის ინფორმაცია ID ბარათზე ღიად წერია. აქედან გამომდინარე, მისი კოპირება შესაძლებელია სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილ მობილურ ტელეფონებში. მიაქციეთ ყურადღება რომ პიროვნებამ წამკითხველს ID ბარათი დაადოს და არა მობილური ტელეფონი, ანდა რამე სხვა ბარათი.

როგორ წავიკითხო ინფორმაცია MIFARE ზონიდან?

შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი ბლოგზე რომელიც აგიხსნით, როგორ ხდება ინფორმაციის ამოკითხვა MIFARE Classic 1k ემულატორიდან. პროგრამა დაწერილია Java–ზე თუმცა ის იყენებს სტანდარტულ PC/SC ინტერფეისებს და ასევე სტანდარტულ APDU ბრძანებებს ბარათთან. აქედან გამომდინარე, მისი პორტირება პროგრამირების სხვა ენაზე უპრობლემოდ შეიძლება

რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. თუ შეგიძლიათ განახორციელოთ ორივე (წაიკითხოთ სოციალური სტატუსი ID ბარათიდან და შემდეგ ვებ–სერვისშიც გადაამოწმოთ), ამით მნიშვნელოვნად გაამარტივებთ კლიენტების მომსახურებას და ამავდროულად თავიდან აიცილებთ რისკებს.

მხოლოდ ვებ–სერვისით გადამოწმება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

...

ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, ვერსიაა 1.4 E-ID status application_ V 1.4.pdf

მუშაობა MIFARE Classic 1k ემულატორთან - ჩანაწერი ბლოგზე

კონტაქტი

ტექნიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: online@sda.gov.ge

დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით (ხელშეკრულება, მომსახურების პირობები და სხვა) შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის ჯგუფს განათლების სამინისტროში ტელეფონზე: (+995 32) 2 200 220