ID ბარათის დეველოპერის სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩააშენოს ID ბარათის საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში ან უბრალოდ აინტერესებს გაიგოს, როგორაა ID ბარათი მოწყობილი, რა ფუნქციონალობა აქვს მას და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა რომ აქ გამოქვეყნებული მასალების გაგება შეიძლება მოითხოვდეს სპეციფიურ ცოდნას, ჩვენ ვეცდებით, ის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ რაც შეიძლება ფართო წრის მკითხველებისათვის.
ID ბარათის ტექნიკური მიმოხილვა
ID ბარათი სტანდარტული, ID-1 ზომის მოწყობილობაა, ზომა სტანდარტიზებულია ISO/IEC 7810 სტანდარტით. მეტი ამ სტანდარტის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ვიკიპედიას საშუალებით
ბარათზე დატანილია:
- ვიზუალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, სურათი, ხელმოწერა და სხვა)
- მანქანურად კითხვადი ზონა (MRZ) რომელიც შეესაბამება დოკუმენტს ICAO Document 9303 (იხ. ვიკიპედია)
- ელექტრონული მატარებელი, ინტეგრირებული მიკროსქემა რომელსაც გააჩნია შემდეგი ორი ინტერფეისი
ელექტრონული მატარებელზე განთავსებულია საბარათე ოპერაციული სისტემა JCOP და მასზე ჩაწერილია პროგრამული უზრუნველყოფა ე.წ. აპლეტების სახით
ID ბარათის აპლეტების მიმოხილვა
ამჟამად ID ბარათზე მოთავსებულია 3 აპლეტი
- ICAO აპლეტი
- PKI აპლეტი, რომელიც შეიცავს მფლობელის კრიპტოგრაფიულ გასაღებებს და განკუთვნილია ონლაინ–იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერისათვის
- MIFARE Classic 1k ემულატორი, რომელიც ახდენს პოპულარული MIFARE ბარათების ემულაციას და საშუალებას იძლევა, ჩაიწეროს მცირე ზომის მონაცემები ბარათზე
ICAO აპლეტი
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO International Civil Aviation Organization) განსაზღვრავს სტანდარტებს მანქანურად წაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტების ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ. ამ დოკუმენტს ICAO Document 9303 ეწოდება. დოკუმენტი განსაზღვრავს ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტების მოთხოვნებს.
ICAO აპლეტის რეალიზაციით ID ბარათი ხდება სრულფასოვანი სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს მოქალაქის პასპორტი ყველა იმ შემთხვევაში როდესაც მფლობელს ვიზა არ ესაჭიროება.
მოქალაქის პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ID ბარათი იყენებს ასევე სტანდარტულ მეთოდს, რომელსაც წვდომის საბაზისო კონტროლი (Basic Access Control - BAC) ეწოდება და ის ასევე სტანდარტიზებულია ICAO–ს მიერ.
PKI აპლეტი
PKI აპლეტის დანიშნულებაა ID ბარათისათვის კრიპტოგრაფიული ფუნქციების მინიჭება. ეს აპლეტი შეიცავს მოქალაქის ორ RSA 2048 გასაღებს, რომლებზეც გაცემულია ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატები. თითოეული გასაღები დაცულია PIN კოდით.
PKI ფუნქციონალობის გამოყენება შეიძლება ID ბარათის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. მაგალითად ID ბარათის JCA/JCE პროვაიდერი
MIFARE Classic 1k ემულატორი
როგორც ზემოთ აღინიშნა, MIFARE 1k ემულატორი გაკუთვნილია მცირე ზომის ინფორმაციების ჩასაწერად ბარათზე. ID ბარათზე მისი განთავსების ძირითადი მიზანი იყო ის რომ უფრო ადვილად მომხდარიყო ბარათის ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს–გადაწყვეტილებებში. პრაქტიკულად ნებისმიერი არსებული გადაწყვეტილება, რომელიც იყენებს MIFARE 1k ტექნოლოგიას და სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოცემულ ბარათებს, მცირეოდენი ძალისხმევის შემდეგ შეიძლება დაინტეგრირდეს პირდაპირ ID ბარათზე
MIFARE Classic 1k ემულატორს შეუძლია შეიცავდეს მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა სისტემისათვის. ამ მიზნით ის ინიციალიზირდება MIFARE Application Directory (MAD) სტანდარტის მიხედვით.
გაიგეთ მეტი ID ბარათის MIFARE Classic 1k ემულატორის შესახებ ჩვენი გვერდიდან.
სადღეისოდ MIFARE1k ემულატორის ზონაში თავსდება მოქალაქის სტატუსის ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში იმ სისტემების რიცხვი რომლებიც თავიანთ ინფორმაციას ამ ზონაში ათავსებენ, მნიშვნელოვნად გაიზრდება
100 Comments
Hide/Show CommentsAnonymous
ID-ბარათის პროგრამა (eID Card Tool-ს) არ არის თავსებადი Windows Vista-სთან??? რა უბედურებაა. ვერ კითხულობს ID-ბარათს.
პროგრამას კი ჩაწერ (eID Card Tool-ს და გახსნი), მაგრამ რად გინდა, თუ ვერ კითხულობს ID-ბარათს? მიწევს სამსახურში ვათრიო ID-წამკითხველი, რადგან იქ მაქვს Windows XP და უპრობლემოდ მუშაობს.
Anonymous
áá ᪠áá¥áááá ááááá áá£á¨áááá¡: info@id.ge Sorry, we were unable to deliver your message to the following address.
<info@id.ge>:
Remote host said: 550 5.7.1 Unable to relay [RCPT_TO]
Mikheil Kapanadze
მოგესალმებით,
თქვენი წერილი "ადმინისტრატორთან დაკავშირების" საშუალებითაც მოვიდა ფოსტაში და პასუხად რამდენიმე შეკითხვა მოგწერეთ ფოსტითვე.
Anonymous
დიდი მადლობა, მიხეილ. პრობლემა მოგვარებულია. კომპიუტერზე დაყენებული დრაივერის განახლება იყო საჭირო USB Smart Card და გამოჩნდა ჩემი ID-წამკითხველის დრაივერი (OMNIKEY)
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous
Anonymous