წინამდებარე სტატია გიჩვენებთ, როგორ შეიძლება Java პროგრამირების ენის გამოყენებით ID ბარათის MIFARE Classic 1k–ს ემულატორთან მუშაობა. კერძოდ - მისი ყველა სექტორის ყველა ბლოკის წაკითხვა.

კოდი განკუთვნილია სამაგალითოდ და არ წარმოადგენს რაიმე რეალური ამოცანის გადაწყვეტას. თუმცა ის წარმოდგენას შეგიქმნით, რა ტიპის ბრძანებები უნდა გაუგზავნოთ თქვენს წამკითხველს რათა მან შესძლოს ID ბარათიდან ან სხვა MIFARE Classic 1k თავსებადი ბარათიდან ინფორმაციის ამოკითხვა.

პროგრამა დაწერილი და შემოწმებულია HID OMNIKEY 5321 USB მოდელის წამკითხველებზე (როგორც სტანდარტულ, 2–მაგ ინტერფეისიან, ისე მხოლოდ უკონტაქტო ინტერფეისიან, -CL ვარიანტზე). სხვა მოდელის წამკითხველებზე მის გამოყენებას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ადაპტაცია. პირველ რიგში სცადეთ გამოიყენოთ EMULATED = false;

პროგრამის დაწერისას გამოყენებულია შემდეგი ინსტრუქცია: www.hidglobal.com/documents/ok_contactless_developer_guide_an_en.pdf და მისი წაკითხვა რეკომენდებულია ყველასთვის ვისაც ამ რიდერის გამოყენება უნდა.

ასევე რეკომენდებულია გადახედოთ სტატიას MIFARE Classic 1k ემულატორი ID ბარათზე

პროგრამა იყენებს PC/SC ინტერფეისს. აქედან გამომდინარე, მისი პორტირება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა პროგრამირების ენაზე, რომლის საშუალებითაც PC/SC ინტერფეისთან მუშაობაა შესაძლებელი.

პროგრამის ტექსტი