Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 15 Next »

ზოგადი ინფორმაცია

Identiv ფირმის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700R ბარათის კომპაქტური წამკითხველებია, რომლებიც კომპიუტერს USB ინტერფეისით უერთდება. ისინი განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის. წამკითხველი სერტიფიცირებულია ID ბარათის სრულყოფილ მხარდაჭერაზე კონტაქტური ინტერფეისით.

  ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.

წამკითხველს არ აქვს PIN კოდის უსაფრთხო შეყვანის ფუნქცია, ამიტომაც კლიენტების მომსახურებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

როგორ დავაყენოთ კომპიუტერზე?

წამკითხველების ინსტალაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპერაციული სისტემა აყენია თქვენს კომპიუტრზე. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინსტალაციის ინსტრუქციებს რამდენიმე, გავრცელებული ოპერაციული სისტემისათვის.

ინსტალაცია Microsoft Windows 7, 8.1, 10 ოპერაციულ სისტემაში

ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R ავტომატურად ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows 7, 8.1, 10  ოპერაციული სისტემა აყენია.

გადაამოწმეთ ვერსია

თუკი თქვენ არ ხართ დარწმუნებული, Windows–ის რომელი ვერსია აყენია თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ იხილოთ კორპორაცია "მაიკროსოფტის" ოფიციალური ვებ–გვერდი ინსტრუქციისათვის: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/help/which-version-of-the-windows-operating-system-am-i-running

ინსტალაციისთვის არაფერია საჭირო გარდა გამართულად მომუშავე ინტერნეტ–კავშირისა. იმისათვის, რომ დრაივერი დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე, საკმარისია უბრალოდ შეუერთოთ ის USB პორტში.

Microsoft Windows 7 ავტომატურად დაუკავშირდება თავისი სტანდარტული დრაივერების საიტს და გადმოწერს საჭირო ვერსიას. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მოწყობილობის ინსტალაციის დასრულების სტანდარტულ შეტყობინებას, რომელიც ეკრანზე გამოგიჩნდებათ.

წამკითხველში ID ბარათის ჩადების შემდეგ Microsoft Windows 7 ცდილობს ასევე დააინსტალიროს ID ბარათის დრაივერი, რასაც ვერ ახერხებს და გამოაქვს შეტყობინება უცნობი მოწყობილობის თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად უგულვებელჰყოთ ეს შეტყობინება.

ასეთი შეტყობინება გამოდის არა მარტო SRC3310v2.0 და 2700 R წამკითხველების შემთხვევაში, არამედ სხვა წამკითხველების  შემთხვევაშიც.

თუკი თვლით რომ შეტყობინება გამაღიზიანებელია, შეგიძლიათ გამორთოთ იგი შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

  1. დააჭირეთ Start, აკრიფეთ gpedit.msc არეში Search programs and files და დააჭირეთ ENTER.
  2. იპოვეთ ხის სტრუქტურაში Computer Configuration, და დააჭირეთ Administrative Templates.
  3. გადადით details ჩანართზე, ორჯერ დაუწკაპუნეთ Windows Components, და შემდეგ ორჯერ დაუწკაპუნეთ Smart Card.
  4. მაუსის მარჯვენა ღილაკით მონიშნეთ Turn on Smart Card Plug and Play service, და შემდეგ დააჭირეთ Edit.
  5. დააჭირეთ Disabled, შემდეგ დააჭირეთ OK.

ინსტალაცია Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში

განვიხილოთ როგორ უნდა დააინსტალიროთ ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R  კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows XP ოპერაციული სისტემა აყენია.

გადაამოწმეთ ვერსია

თუკი თქვენ არ ხართ დარწმუნებული, Windows–ის რომელი ვერსია აყენია თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ იხილოთ კორპორაცია "მაიკროსოფტის" ოფიციალური ვებ–გვერდი ინსტრუქციისათვის: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/help/which-version-of-the-windows-operating-system-am-i-running

სანამ ინსტალაციას დაიწყებთ სასურველი,ა არ შეუერთოთ წამკითხველი კომპიუტერს დრაივერის ინსტალაციის დასრულებამდე.

საჭიროა ადმინისტრატორის პრივილეგიები

სანამ ინსტალაციას დაიწყებდეთ, დარწმუნდით რომ სისტემაში ადმინისტრატორის უფლებებით სარგებლობთ. თუკი ინსტალაციას სამსახურის კომპიუტერზე აკეთებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ორგანიზაციის სისტემური ადმინისტრატორის ან IT მხარდაჭერის სამსახურის დახმარება.

ინსტალაციის პროცედურა:

გადმოიწერეთ დრაივერი მწარმოებლის ვებ–გვერდიდან

  1. მოძებნეთ დრაივერები: SRC3310v2.0 დრაივერი და 2700 R დრაივერი
  2. დააჭირეთ Download ღილაკს;
  3. შეინახეთ არქივის ფაილი SCR3XX_Driver_v4.65.zip ან uTrust_driver_v1.09.00.06_(WinXP-Win7-Win8.1).zip თქვენს კომპიუტერში. მაგალითად, პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე (Desktop–ზე).

ინსტალაცია Ubuntu Linux ოპერაციულ სისტემაში

ინსტალაციის დასრულების შემდეგ 

 ბარათის წამკითხველის ინსტალაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ ID ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ დააყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიკატები.

გასაგრძელებლად გადადით  ინსტალაციის ინსტრუქციების გვერდზე.

 

  • No labels