იხ. სერტიფიკატების განახლების ინსტრუქცია
სერტიფიკატის მოთხოვნამდე საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა. სერტიფიკატის განახლების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა გვერდებიდან.
1. EPAY.GE-დან გადახდა
სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი EPAY.GE (1). გადახდის გვერდზე განაცხადის ნომრის ველში დაგჭირდებათ მოცემული განაცხადის ნომერი (2). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (3).
სურ. 1
გამოვა გადახდის გვერდი. გადადით ჩანართზე [სახელმწიფო სერვისები] (4)
სურ. 2
შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [სახელმწიფო სერვისები] (5)
სურ. 3
აირჩიეთ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო] (6)
სურ. 4
გამოსულ გვერდზე
- ველში [განაცხადის ნომერი](7) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (2) და დააჭირეთ ღილაკს [დავალიანების გაგება] (8);
- გადამოწმების შემდეგ ავტომატურად შეივსება ველები [ინფორმაცია მომხმარებელზე], [დავალიანება] და [გადასახდელი თანხა].
- ველში [გადამხდელის სახელი და გვარი] (9) შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი
- ველში [გადამხდელის პირადი ნომერი] (10) ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი;
- ველში [ბარათი] (11) შეარჩიეთ ბარათი, რომლითაც გეგმავთ თანხის გადახდას;
- ველი [საკომისიო] ავტომატურად შეივსება;
- დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (12).
სურ. 5
გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.
2. PAY.GE-დან გადახდა
სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი PAY.GE (1). გადახდის გვერდზე კოდის ველში დაგჭირდებათ კოდი (2), ხოლო განაცხადის ნომრის ველში განაცხადის ნომერი(3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).
სურ. 6
გამოვა გადახდის გვერდი, სადაც
- ველში [კოდი] (5) შეიყვანეთ კოდი (2);
- ველში [განაცხადის ნომერი](6) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (3);
- დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება](7).
სურ. 7
შემოწმების შედეგად გამოვა გადახდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარე დავალიანება (ა). შეავსეთ ველები:
- ველში [გადასახდელი თანხა] (8) ჩაწერეთ მიმდინარე დავალიანება;
- ველში [გადახდის მეთოდი] (9) შეარჩიეთ გადახდის მეთოდი;
- დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (10).
სურ. 8
გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.
სურ. 9
3. გადახდა სხვა საშუალებებით
სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა გვერდები. თუმცა გადახდის გვერდზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია: განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).
სურ. 10
გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით. ანგარიშწორებისას მიუთითეთ განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).