ინსტალაციის მიზანი
საქართველოში დანერგილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.
Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/
სერტიფიკატების ინსტალაცია
სანამ ინსტალაციას შეუდგებოდეთ
ინსტალაციის დაწყებისთვის პირველ რიგში საჭიროა, ჩვენი ვებ-გვერდიდან გადაწეროთ ის სერტიფიკატები რომლებიც გამოიყენება დოკუმენტზე ხელმოწერის და შტამპის პროცესში. სწორედ ეს სერტიფიკატი უნდა დაუმატოთ Adobe Reader-ს იმისათვის, რომ მან შესძლოს ხელმოწერილი დოკუმენტებზე ხელმოწერის სისწორის ავტომატური შემოწმება
სერტიფიკატის გამცემი ძირითადი ორგანოს სერტიფიკატი:
სერტიფიკატები კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისთვის
სერტიფიკატები კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის
სერტიფიკატი დროის კვალიფიციური აღნიშვნისათვის
სერტიფიკატების გამოქვეყნების ოფიციალური მისამართია https://id.ge/tsp/generalpki სადაც შეგიძლიათ გადმოიწეროთ არამარტო ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, არამედ ნახოთ მათი საკონტროლო ჯამები და ასევე ღია გასაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
ინსტალაცია
გაუშვით პროგრამა Adobe Reader და მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Preferences
შემდეგ აირჩიეთ Signatures და identities & Trusted Certificates -ის გასწვრივ დააჭირეთ More... ღილაკს
More ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Trusted Certificates
Trusted Certificates-ზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფნაჯარაში დააჭირეთ import ჩანართს
Import ჩანართში დაჭერის შემდეგ გამოვა შემდეგი ფანჯარა:
დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატის ფაილი, რომელიც ინსტრუქციის დასაწყისში გადმოიწერეთ. ამ მაგალითში ნაჩვენებია GEO Signing CA. იგივე უნდა გააკეთოთ შემდეგ ორ სერტიფიკატზეც.
სიაში Contacts მონიშნეთ GEO Signing CA
სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Signing CA
დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას Import Contact Settings
გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:
სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.
Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok
ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.
ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import
მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.
სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: