წამკითხველი მოწყობილობების (Smart Card Reader) გამოიყენება საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID ბარათის) და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის (ორგანიზაციის ციფრული ბეჭედის) ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად, მათ შორის:
- კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა;
- ავთენტიფიკაცია;
- სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებზე წვდომა;
ბარათის წამკითხველის საშუალებით გექნებათ წვდომა, როგორც ID ბარათის/შტამპის შიგთავსის წაკითხვის პროცესზე, ასევე იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ID ბარათის/შტამპის მეშვეობით და რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება.
პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა - შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან/შტამპთან.
წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.
რეკომენდირებული წამკითხველები
ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე და არ დაგჭირდეთ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.
თუკი თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს (კომპიუტერულ მაღაზიას), რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში
რეკომენდირებული წამკითხველების სია:
| სურათი | მოდელი | მომწოდებელი | დამატებითი ინფორმაცია |
|---|---|---|---|
| miniLector EVO | Bit4id | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://support.bit4id.com/#!/it/drivers/product/miniLector_EVO | |
![]() | APG8201 B2 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/ |
![]() | ACR40U-A1 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/592/acr40u-premium-contact-smart-card-reader/ |
![]() | ACR39U | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/302/acr39u-smart-card-reader/ |
| | MNIKEY 3821 USB Pinpad | HID Global | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: |
| SPR332 | IDENTIV | დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე: | |
| | SCR3310 v2.0 | IDENTIV | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: |
წამკითხველისა და დრაივერების ინსტალაცია
იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის/შტამპის ელექტრონული ფუნქციები, PC/SC სტანდარტის USB ბარათის წამკითხველი (USB Card Reader) დაუკავშირეთ კომპიუტერს.
ბარათის წამკითხველის გამოყენებით ხელმისაწვდომია, როგორც ID ბარათის/შტამპის შიგთავსის წაკითხვა, ასევე სხვადასხვა ონლაინ–სერვისები.
უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ოპერაციული სისტემაში (Windows 10/11, Linux, macOS) წამკითხველები ავტომატურად ამოიცნობა და OS-ის სტანდარტული CCID დრაივერი დაყენებულია.
თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება ოფიციალური მწარმოებლის გვერდზე და ინსტალაცია.
ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.


