ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობა (Smart Card Reader) საჭიროა საქართველოს პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის (ორგანიზაციის ციფრული ბეჭედის) ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად
ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი ბარათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
თუ სერვისის მისაღებად გჭირდებათ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება, უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.
თუკი თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს (მაგ. კომპიუტერულ მაღაზიას), რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
რეკომენდირებული წამკითხველების სია:
| სურათი | მოდელი | მომწოდებელი | დამატებითი ინფორმაცია |
|---|---|---|---|
| miniLector EVO | Bit4id | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://support.bit4id.com/#!/it/drivers/product/miniLector_EVO | |
![]() | APG8201 B2 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/ |
![]() | ACR40U-A1 | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/592/acr40u-premium-contact-smart-card-reader/ |
![]() | ACR39U | ACS | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.acs.com.hk/en/driver/302/acr39u-smart-card-reader/ |
| | MNIKEY 3821 USB Pinpad | HID Global | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: |
| SPR332 | IDENTIV | დრაივერების ჩამოსაწერად გადადით ოფიციალურ გვერდზე: | |
| | SCR3310 v2.0 | IDENTIV | იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: |
წამკითხველის დრაივერების ინსტალაცია
უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ოპერაციული სისტემაში (Windows 10/11, Linux, macOS) წამკითხველები ავტომატურად ამოიცნობა და OS-ის სტანდარტული CCID დრაივერი დაყენებულია.
თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება ოფიციალური მწარმოებლის გვერდზე და ინსტალაცია.
ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.


